Nissan Says its Leaf EV Proved its Safety Credentials During Tsunami
28 დეკემბერი
ელექტრომობილები ნელ–ნელა მკვიდრდებიან საავტომობილო ბაზარზე, თუმცა ამ პროცესს ხელის შემშლელი გარემოებებიც წარმოექმნა – „შევროლე ვოლტის“ და ახლახანს, „ფისკერ კარმას“ ელემენტების ბლოკებმა ხანძრისადმი მიდრეკილება გამოავლინეს.
მაგრამ როგორც ირკვევა, ყველა ელექტრომობილი როდი ყოფილა საშიში – „ნისანმა“ ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ იაპონიის სანაპიროზე მოვარდნილმა ცუნამიმ რამდენიმე „ნისან ლიფიც“ შეიწირა, თუმცა როგორც ამ ავტომობილების „გაკვეთამ“ აჩვენა, არცერთ მათგანზე ელემენტების ბლოკი არ დაზიანებულა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათი კორპუსი ჰერმეტულია და დაზიანებისგან მას კონსტრუქციის ორი ფენაც იცავს.
„თუ გავიხსენებთ, ცუნამიმ რა დღეში ჩააგდო მანქანები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ლიფის“ ელემენტების ბლოკის კონსტრუქცია სრულიად უხიფათოა“, – განაცხადა „ნისან ნორთ ამერიკას“ პროდუქციის უსაფრთხოების განყოფილების დირექტორი ბობ იაკუშიმ. და ამით, მან „შევროლე ვოლტს“ სერიოზული მარკეტინგული დარტყმა აგემა.
„ნისან ლიფის“ ელემენტების ბლოკი ფოლადის სტრუქტურაშია ჩასმული, რაც მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის გაკეთდა. სხვათა შორის, მსგავსი კონსტრუქცია შეიმუშავა „ფორდმაც“, რომელმაც ახლახანს დაიწყო ელექტრული „ფოკუსის“ წარმოება. ფოლადის ყუთშია მოთავსებული „ვოლტის“ ელემენტების ბლოკიც, თუმცა მას პლასტმასის ხუფი აქვს.
ამაზე „ჯენერალ მოტორსის“ წარმომადგენელი რობერტ პეტერსონი პასუხობს, რომ „ვოლტის“ აკუმულატორის ბლოკიც მთლიანად ფოლადისაა და მასში გამოყენებული პლასტმასის ელემენტი დენს არ ატარებს. ამასთან, ის დასძენს, რომ კომპანია აშშ–ის ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სააგენტოსთან ერთობლივად მუშაობს, რათა „ვოლტთან“ დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრას. არსებობს ვარაუდი, რომ ლითიუმ–იონური აკუმულატორების აალებას ის ფაქტი იწვევს, რომ ავარიის დროს, ხდება გამაგრილებელი სითხის გაჟონვა, რასაც შედეგად მოკლე ჩართვა მოჰყვება.
No comments:
Post a Comment