New Donkervoort D8 GTO Arrives with Audi TT RS's 2.5-liter Turbo
19 დეკემბერი
ორწელიწადნახევრიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ჰოლანდიურმა კომპანია „დონკენფოორტმა“, როგორც იქნა, წარმოებისთვის მოამზადა თავის მოდელ D8 GTO–ს შემდეგი თაობის სპორტული ავტომობილი. ამ გრძელცხვირიანი როდსტერის შემუშავებაში მონაწილეობა, „აუდის“ სპორტულ შტო „კვატროს“ სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებმაც თავიანთი კომპანიის 2.5–ლიტრიანი ხუთცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავი სრულყვეს. ეს აგრეგატი გერმანული კომპანიის სპორტულ მოდელებზე – RS3–სა და TT RS–ზე გამოიყენება.
„დონკენფოორტი“ გვამცნობს, რომ ინჟინრებმა ძრავი „დიეტაზე“ დასვეს – 30 კილოგრამით შეამსუბუქეს. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გერმანული კომპანიის ინჟინრებმა ძრავის ზოგიერთი დეტალი ფაქტობრივად თავიდან შექმნეს. კერძოდ, შემუშავდა ახალი შემშვები კოლექტორი, რომელიც არამხოლოდ შემსუბუქდა, არამედ მისი შემშვები არხების მოყვანილობაც დაიხვეწა, რაც მასში მოძრავი საწვავი ნარევის ჭავლს აწესრიგებს, ეს კი წვის კამერაში მის თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს. ეს კი წვის პროცესის ეფექტურობას აუმჯობესებს.
„დონკენფოორტის“ დამაარსებელი იოოპ დონკენფოორტი ამბობს, რომ ავტომობილს სპეციალური გადამრთველი, რომელიც ავტომობილს სარბოლ რეჟიმზე მომართავს და ამ დროს, ძრავის სიმძლავრე, 340–დან 400 ცხენის ძალამდე იზრდება.
ავტომობილი ფოლადის მილებისგან, ალუმინისა და კარბონის კომპოზიტით შეკრულ მზიდ სისტემას ეყრდნობა, რომელზეც კარბონისგანვე დამზადებული ძარის დეტალები მაგრდება. შედგად, ავტომობილი მხოლოდ 700 კილოგრამს იწონის. ძრავი წინაა განლაგებული, მის მაბრუნ მომენტს 5–საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს და უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ამ აგრეგატებით, ავტომობილი, რომელსაც მის წინამორბედთან საერთო მხოლოდ ნაწილების 5 პროცენტი აქვს, ადგილიდან 100 კმ/სთ–მდე აჩქარებას სულ რაღაც, 3 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 255 კმ/სთ–ია. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 10–12 ლიტრია.
D8 GTO–ს წარმოება მერმისს უნდა დაიწყოს. პირველი 25 ეგზემპლარის მიწოდება ზაფხულისთვის მოესწრება და ეს სპეციალური, შეზღუდული ვერსიები იქნება. საბაზო მოდელის მიწოდება კი მოგვიანებით დაიწყება. მისი ფასი 100 000–დან 150 000 ევრომდე იქნება.
No comments:
Post a Comment