2011 top 10 most popular new and used cars on Consumer Reports
27 დეკემბერი
გასული წელი საავტომობილო სამყაროში თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს „ჰიუნდაის“ წლად – კორეულმა კომპანიამ აბსოლუტურად ყველა ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაზარდა გაყიდვები. განსაკუთრებულ წარმატებებს კი ამერიკაში მიაღწია, სადაც ისეთ ისეთ ძლიერ კონკურენტსაც კი ავიწროებს, როგორიც „ტოიოტაა“.
მართალია, იაპონურ კომპანიას ჯერ მიწისძვრა/ცუნამიმ მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა, შემდეგ კი ამას ტაილანდის არნახულად ძლიერმა და ხანგრძლივმა წყალდიდობაც შეუტია. მაგრამ „ჰიუნდაის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი ავტომობილები მომხმარებლებს შორის უკვე მარტო სიიაფით კი არ სარგებლობს პოპულარობით, არამედ ხარისხითაც და აღჭურვის დონითაც.
ამის შედეგი კი ისაა, რომ ავტომობილებისა და მათი მწარმოებლების ისეთ ავტორიტეტულ რეიტინგში, რომელსაც საკონსულტაციო და სარეიტინგო კომპანია „კონსალტინგ რიპორტსი“ აქვეყნებს ხოლმე. ახლახანს გამოქვეყნებულ რეიტინგში, კორეული კომპანიის ორ ავტომობილს – „ელანტრას“ და „სონატას“ მოწინავე ათეულში უკავია ადგილი.
ცნობისათვის, რეიტინგის შედგენისას, „კონსამერ რიპორტსის“ ანალიტიკოსები, მათ მიერ ჩატარებული ტესტების შედეგებს ითვალისწინებენ. ამ რეიტინგს კი მყიდველი, სასურველი ავტომობილის შერჩევისას იყენებს. ამიტომ, რეიტინგის მოწინავეთა შორის ყოფნა, კონკრეტული ბრენდის თუ მოდელის გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი რეიტინგის მოწინავე ათეულში მხოლოდ ერთი ამერიკული ავტომობილი – „ფორდ ფიუჟნ ჰიბრიდია“ შესული. ამერიკულ კომპანიათაგან, ნახმარი მანქანების რეიტინგის პირველ ათეულშიც, ამერიკული კომპანიებისგან ერთადერთი ავტომობილი შევიდა და ესეც „ფორდის“ წარმოების „ისკეიპია“.
2011 წლის ყველაზე პოპულარული ახალი ავტომობილები
ჰიუნდაი ელანტრა
სუბარუ ფორესტერი
ჰონდა CR-V
ფორდ ფიუჟნ ჰიბრიდი
ტოიოტა ჰაილენდერ V6
ტოიოტა RAV4 V6
სუბარუ აუტბეკი 2.5i
ჰიუნდაი სონატა
ტოიოტა პრიუსი
აკურა MDX
2011 წლის ყველაზე პოპულარული ნახმარი ავტომობილები
ჰონდა სივიკი
ჰონდა აკორდი
ჰონდა CR-V
აკურა MDX
ჰონდა პაილოტი
სუბარუ ფორესტერი
ტოიოტა ქემრი
ტოიოტა ჰაილენდერი
ტოიოტა RAV4
ფორდ ისკეიპი
No comments:
Post a Comment