BMW i8 breaks out of Mission: Impossible and into the real world
27 დეკემბერი
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, „ბეემვეს“ ელექტრული სუპერ ავტომობილი i8 იყო, რომელიც ფრანკფურტში ჩასვლამდე, ჰოლივუდის ბლოკბასტერ „მისია შეუსრულებელია – პროტოკოლის აჩრდილში“ გადაიღეს. ტომ კრუზთან ერთად, ეს ავტომობილი ფილმის ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა.
მალე კი ის მსოფლიოს ტრასების ნამდვილ ვარსკვლავადაც მოგვევლინება. ავტომობილი დიდი ხანია, გადის საგზაო ტესტებს და ფრანკფურტის შემდეგ, მისი გარეგნობაც ოდნავ შეიცვალა. ავტომობილი ჰიბრიდული დანადგარითაა აღჭურვილი, რომელში გაერთიანებული შიდაწვის ძრავი და ელექტროძრავიც, მას მბიძგველ ძალას ანიჭებს და ამგვარად, i8–ს სხვა ჰიბრიდებისგან განასხვავებს.
ავტომობილი ალუმინის შასიზეა დამყნობილი, მისი ძარის პანელები კი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან მზადდება. მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების წყალობით, i8 1 480 კილოგრამს იწონის, ეს წონა კი ორივე ღერძს შორის 50/50 პროპორციითაა გადანაწილებული. დაბოლოს, 2+2-ადგილიანი ავტომობილის სიგრძე 4 632, სიმაღლე 1 280, სიგანე კი 1 955 მილიმეტრია.
რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, მასში სამცილინდრიანი, 1.5–ლიტრიანი ტურბოძრავი (220 ცხენის ძალით და 300 ნიუტონმეტრით) და 170–ცხენისძალიანი ელექტროძრავი შედის. ამ უკანასკნელს ენერგიით ლთიუმ–იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს. გარდა ამისა, i8 სისტემა სტოპ–სტარტით და კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაცაა აღჭურვილი, რომელიც დამუხრუჭებისას გამოყოფილ ენერგიას აგროვებს.
შიდაწვის ძრავი ავტომობილის წინაა მოთავსებული და უკანა ბორბლებს ატრიალებს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ის გენერატორსაც აბრუნებს და ამგვარად, აკუმულატორს მუხტავს. ელექტროძრავიც წინ მდებარეობს, და მხოლოდ წინა ბორბლებთანაა დაკავშირებული. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანი გამოდის.
ამ აგრეგატების წყალობით, i8–ს შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლები აქვს. ორივე ძრავის სრულად დატვირთვის დროს, ადგილიდან 100 კმ/სთ–ის აკრეფა 4.6 წამშია შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ–ია. ყველაზე ეკონომიური რეჟიმით გადაადგილებისას, 100 კილომეტრის გასავლელად i8–ს 2.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, მაგრამ თუ მისი ტემპერამენტის სრულად ათვისებას გადაწყვეტთ, მაშინ ხარჯი 7.0 ლიტრამდე გაიზრდება.
მარტო ელექტროძრავით ავტომობილს 35 კილომეტრის გავლა შეუძლია, გენერატორის დახმარებით კი სვლის სიშორე საგრძნობლად იზრდება. საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან აკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის 1 საათი და 45 წუთია საკმარისი.
ბავარიული კომპანიის შოურუმებში i8 2013 წელს გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment