Tuesday, December 27, 2011

პაიკს პიკი ორდღიანი რბოლა გახდება

Pikes Peak Hill Climb contemplating expansion to two-day event
27 დეკემბერი
მომავალ სეზონში, პაიკს პიკის რბოლა, რომელიც ერთ–ერთი უძველესია არამარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც, პირველად ჩატარდება მთლიანად მოასფალტებულ გზაზე. მართალია, ეს არ მოსწონთ ამ ურთულესი რბოლის ვეტერანებს, მაგრამ ფაქტია, რომ რბოლაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ძლიერ გაიზარდა.

მაგალითად, შარშან ამ დროს, რბოლის ორგანიზატორებს 46 განაცხადი ჰქონდათ მიღებული, წელს კი რბოლაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვმა უკვე 170–ს მიაღწია. ყოველივეს გამო, რბოლის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ 2013 წლიდან, პაიკს პიკი ორდღიანი რბოლა გახდება.
რბოლის საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე ტომ ოსბორნი ამბობს, რომ განაცხადების რაოდენობა ყველა კლასში „ასტრონომიულადაა გაზრდილი“. ბევრი მონაწილე კი რბოლისთვის სპეციალურად ამზადებს ავტომობილს, რომლის მსგავსიც სხვაგან არსად დადის. ამიტომ, მომავალ სეზონში, საკვალიფიკაციო რბოლის ჩატარება იქნება საჭირო, რათა ყველა კლასში მონაწილეთა რაოდენობა შემცირდეს.

No comments:

Post a Comment