U SPY: Is this a Prototype for the Ferrari Enzo's Replacement?
27 დეკემბერი
ახლახანს, ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპის“ ერთ–ერთი მკითხველი ედვარდ ჩიუ მარანელოს ეწვია, სადაც „ფერარის“ მუზეუმი მოინახულა, შემდეგ კი ფიორანოს სარბოლ ტრეკზეც შეიარა, რომელიც „ფერარის“ კუთვნილებაა. იქ ის შენიღბული ავტომობილის ტესტირებას შეესწრო და მას ფოტოებიც გადაუღო. ეს ფოტოები კი მოგვიანებით „ქარსკუპს“ გაუგზავნა.
მანქანა ისეა შენიღბული, რომ მისი წარმომავლობის შესახებ ლაპარაკი ძნელია. თუმცა დაკვირვებული თვალი ზოგიერთ დეტალს მაინც შეამჩნევს. კერძოდ, მისი წინა ნაწილი ძალიან დაბალია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძრავი შუაშია მოთავსებული. „ფერარის“ კი გამოცხადებული აქვს, რომ მის გამაში ერთი ახალი ავტომობილი, რომელსაც ძრავი შუაში აქვს, „ენცოს“ შემცვლელი იქნება.
„ფერარი 458 იტალიას“ პრეზენტაციისას, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ განაცხადა, რომ ახალი ფლაგმანი მოდელის პრეზენტაცია მერმისს ჩატარდება და ის აუცილებლად V12 ძრავით აღიჭურვება, რომელიც ბაზაში მოთავსდება.
მოკლედ, დიდი შანსია იმისა, რომ „ქარსკუპის“ მკითხველმა ფოტოზე სწორედ „ენცოს“ შემცვლელი დააფიქსირა.
No comments:
Post a Comment