Montezemolo says 'no' to Italian presidency reports
27 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო უარყოფს იტალიურ პრესაში გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. ის ამბობს, რომ მისი წერილი პოლიტიკურ მოძრაობა „იტალია ფუტურასადმი“, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
„მივდივარ, თუ არა პოლიტიკაში? არა, მე „ფერარიში“ ვრჩები“, – „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას განაცხადა დი მონტეძემოლომ და დასძინა, რომ „სკუდერია“ თავისი ახალი ბოლიდის პრეზენტაციას 3 თებერვალს ჩაატარებს.
მან ასევე ფელიპე მასას შესახებ გავრცელებულ ხმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ ბრაზილიელ პილოტზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა გუნდში მომავალი სეზონის შემდეგაც. თუმცა, ისიც აღიარა, რომ ყოველი შემთხვევისთვის, „ფერარი“ მის შესაძლო შემცვლელზეც ფიქრობს.
„გაძეტას“ რეპორტიორი ანდრეა კრემონეზი ამბობს, რომ იტალიურ გუნდს რამდენიმე მრბოლთან უკვე ჰქონდა მოლაპარაკება, მათ შორის, ჯენსონ ბატონთან, ნიკო როსბერგთან და მარკ უებერთან.
No comments:
Post a Comment