Ferrari says its new F1 car will be ready for first test in February
15 დეკემბერი
„ფერარის“ ახალი მანქანა თებერვლის დასაწყისში მზად ექნება და მას პირველივე სატესტო სესიაზე გამოსცდის. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტს“, იტალიური გუნდის მედიის განყოფილების უფროსმა ლუკა კოლაჯანიმ აუწყა.
მისი თქმით, ახალი მანქანა ამ სეზონისასგან ძირეულად განსხვავებული იქნება და იმედი გამოთქვა, რომ მისი დახმარებით, გუნდი სეზონის დასაწყისიდანვე კონკურენტუნარიანი იქნება.
„ჩვენ ახალი მანქანის პრეზენტაციას თებერვლის დასაწყისში ვგეგმავთ და მას ტრასაზე პირველივე ტესტებზე გამოვიყვანთ. ამ ეტაპზე იმის თქმა არ ღირს, თუ რამდენად ექსტრემალურია ახალი პროექტი. თუმცა, იმას გეტყვით, რომ შარშანდელი მანქანისგან ახალი ძირეულად განსხვავებული იქნება. იმედი გვაქვს, რომ დასაწყისიდანვე შევძლებთ გამარჯვებისთვის ბრძოლას და ეს გუნდს დამატებით ენერგიას შესძენს“, – ამბობს კოლაჯანი.
პირველი ტესტები ესპანეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხერესის ავტოდრომი ხერეს დელა ფრონტერა 7–9 თებერვალს უმასპინძლებს.
No comments:
Post a Comment