New Hyundai i-oniq Concept Going Geneva, Foretells Future Design Direction
15 დეკემბერი
ჟენევის მოტორ შოუსთვის, „ჰიუნდი“ ახალ კონცეპტუალურ მოდელს ამზადებს, რომლითაც თავის ახალ, მწვანე ტექნოლოგიებთან ერთად, ახალ სტილსაც გაგვაცნობს. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერამდე სამი თვით ადრე კი კორეელებმა მისი პირველი ფოტო ტიზერი გაავრცელეს.
ავტომობილი „ჰიუნდაის“ ევროპული შტოს კვლევისა და განვითარების ცენტრში (რომელიც გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს) დააპროექტეს და ააგეს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ „i–ონიკით“ კორპორატიულ სტილ „ფლუიდიკ სქულპჩას“ (თხიერი სკულპტურა) ევოლუციურ ვერსიას გვიჩვენებენ. შეგახსენებთ, რომ ამ სტილმა „ჰიუნდაის“ ავტომობილებს დიდი პოპულარობა მოაპოვებინა.
„კონცეპტუალური i–ონიკის სილუეტს ორი ენერგიული, მოხრილი ზოლი ქმნის, რომლებიც ავტომობილის კუთხოვან და მომრგვალებულ ფორმებს ერთმანეთს კარგად უხამებს. მთლიანობაში კი ერთდროულად მსუბუქი და დაკუნთული ფორმები მივიღეთ“, – კონცეპტუალურ ავტომობილს ასე ახასიათებს „ჰიუნდაის“ ევროპული ცენტრის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი თომას ბურკლე.
„ჰიუნდაი“ გვპირდება, რომ ჟენევამდე, ამ ავტომობილის უფრო მეტ ფოტოსა და ზოგიერთ ტექნიკურ მახასიათებლებსაც გაგვაცნობს.
No comments:
Post a Comment