Honda EV-Ster
15 დეკემბერი
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას, „ჰონდას“ მთავარმა აღმასრულებელმა ტაკანობუ იტომ განაცხადა, რომ მისი კომპანია, კონცეპტუალურ როდსტერ „EV–სტერ–ის“ სერიულ წარმოებას აპირებს. ეს ავტომობილი იაპონურმა კომპანიამ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა და იქვე პირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ მისი სახით, „ჰონდა“ „მაზდა მიატას“ კონკურენტის წარმოებას აპირებს.
იტოს თქმით, კომპაქტური როდსტერი, რომლის სიგრძეც მხოლოდ 3570 მილიმეტრია (სიგანე 1500 მილიმეტრი, სიმაღლე 1100 მილიმეტრი, ბაზა 2325 მილიმეტრი), ბენზინის ძრავების გარდა, შეიძლება ელექტრონული ძალური დანადგარითაც აღიჭურვოს. ტოკიოში წარდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი სწორედ ელექტროძრავითაა აღჭურვილი.
გამოფენაზე ელექტროძრავის სიმძლავრე არ გამოცხადებულა. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მას ენერგიით ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 10 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 160 კილომეტრის გავლა შეძლოს. ადგილიდან 100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად, მას 5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ–ია.
100–ვოლტიანი შტეპსელიდან აკუმულატორების დამუხტვას 6 საათი სჭირდება, 200–ვოლტიანით კი 3 საათიც საკმარისია.
ყველაფერთან ერთად, ტოკიოში იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ „EV–სტერი“ გვიჩვენებს, თუ რა მიმართულებით განვითარდება „ჰონდას“ კორპორატიული სტილი.
No comments:
Post a Comment