2013 Cadillac ATS Sports Sedan Photos Hit the Web
8 იანვარი
ხვალ დეტროიტის კობო სენტერში, დიდი საავტომობილო შოუ გაიხსნება. საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელის ამერიკული და არამარტო ამერიკული ბაზრის სიახლეებს. გამოფენის ერთ–ერთი გამორჩეული ექსპონატი „კადილაკის“ ახალი სპორტული სედანი ATS იქნება, რომელზეც „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ სეგმენტის ბრენდი დიდ იმედებს ამყარებს.
ბოლო წლებში, ეს „კადილაკის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილია. ის გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი და მისი მეშვეობით, ამერიკულმა კომპანიამ მეტოქეობა ისეთ პოპულარულ ავტომობილებს უნდა გაუწიოს, როგორებიცაა „ბეემვეს“ მე–3 სერია, „აუდის“ A4 და „მერსედეს–ბენცის“ C–კლასი.
როგორც მოსალოდნელი იყო, გარეგნულად, ეს ავტომობილი უფრო მაღალი კლასის სედანებს – XTS–ს და CTS–ს ჰგავს, აღჭურვილობთ კი საშუალო კლასს შეესაბამება. და ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია. რაც შეეხება ინტერიერს, აქ დაკვირვებული თვალი... „შევროლე კრუზის“ ზოგიერთ დეტალთან მსგავსებას აღმოაჩენს, რაც ალბათ შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს.
სხვათა შორის, „ჯენერალ მოტორსმა“ ტესტირების დროს, ეს ავტომობილი გერმანიის ნურბურგრინგზე გამოსცადა და კმაყოფილიც დარჩა. ეს კი მომთხოვნი ავტომოყვარულების მისაზიდად შესანიშნავი საშუალებაა.
ATS–ს მყიდველს ბენზინის სამი ძრავით შესთავაზებენ. ესენია 2.5–ლიტრიანი ატმოსფერული ოთხცილინდრიანი, 2.0–ლიტრიანი, ასევე ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი (სიმძლავრე ალბათ 270 ცხენის ძალა იქნება) და 3.6–ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც ალბათ 318 ცხენის ალა იქნება.
უფრო მეტს ამ ავტომობილის შესახებ დეტროიტის შოუზე გვეტყვიან...
No comments:
Post a Comment