Michael Stoschek Officially Pronounces the New Stratos Project Dead
8 იანვარი
ახლახანს, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, პროექტ „ახალი სტრატოსის“ ინიციატორი, გერმანელი ბიზნესმენი და წარსულში რალის მრბოლი მიხაელ სტოშეკი მოლაპარაკებას ფრანგულ საავტომობილო კომპანია „რენოსთან“ აწარმოებდა, რისი მიზანიც, ახალი „ლანჩა სტრატოსის“ წარმოების დაწყება იყო.
სტოშეკს ამ ავტომობილზე უკვე 50 წინასწარი შეკვეთა ჰქონია მიღებული და ფრანგულ კომპანიასთან შეთანხმების მიღწევის იმედით აცხადებდა, რომ ამ შეკვეთების დაკმაყოფილებას შეძლებდა. მაგრამ დღეს სტოშეკმა აღიარა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება.
მისი თქმით, პრობლემის არსი „ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ ასე ჩამოაყალიბა: „კომპანიებს, რომლებიც „ფერარისთან“ მუშაობენ, სხვისი ავტომობილების გამოშვების უფლება არ აქვთ“! გერმანელი ბიზნესმენი აღიარებს, ტომ ტავიდანვე შეცდა, როდესაც ავტომობილის შასის და დიზაინის შემუშავება „პინინფარინას“ შეუკვეთა და ძრავი კი „ფერარი 360–ისგან“ აიღო.
სხვათა შორის, „ფერარის“ პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ თავად გამოსცადა ახალი „სტრატოსი“ და ის ძალიან მოიწონა, მაგრამ მალევე მარანელოში გადაწყვიტეს, რომ ეს ავტომობილი თავისუფლად შეძლებდა მათი ავტომობილების პირდაპირ კონკურენციას. ამიტომ, „პინინფარინას“ ამ პროექტთან თანამშრომლობის უფლება არ მისცეს. და რა თქმა უნდა, სტოშეკს ძრავებისა და ტრანსმისიების მიწოდებაზეც უარი უთხრეს.
სტოშეკი ამბობს, რომ ახალი „სტრატოსის“ შასის და ძარის კონსტრუქციის მონაცემები კომპიუტერში კი აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ მოძებნა სხვა კომპანია, რომელიც ამ პროექტის გაგრძელებას შეძლებდა. ამის მიზეზი კი თურმე ის ფაქტორია, რომ „პროექტის ბევრი დეტალი კომპიუტერში შეტანილი არაა და ისინი მხოლოდ „პინინფარინას“ რამდენიმე ძალიან ნიჭიერი თანამშრომლის გონებაში დარჩა“.
პროექტი ჩავარდა, თუმცა სტოშეკი ამბობს, რომ ახალი „სტრატოსის“ იმ ერთადრთ ეგზემპლარს, რომელიც „პინინფარინასთან“ პარტნიორობის შედეგად, პროექტის კონცეპტუალური ნაწილის შესრულებისას შეიქმნა, დიდ გამოფენებზე გაიტანს.
No comments:
Post a Comment