Krzysztof Holowczyc takes Dakar lead as Mini team-mate Nani Roma wins stage three
3 იანვარი
დაკარზე სამი ეტაპი გაიმართა და ლიდერიც სამჯერ გამოიცვალა – ამჯერად კლასიფიკაციას სათავეში პოლონელი კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩი ჩაუდგა, რომელსაც მესამე ეტაპი არ მოუგია, თუმცა მაინც საუკეთესო დრო აქვს. და სამი ეტაპის ჯამში, თითქმის წუთს უგებს ამერიკელ რობი გორდონს, ვისაც წინა ეტაპის შემდეგაც მეორე ადგილი ეკავა.
მესამე დღეს ყველაზე სწრაფი ესპანელი ნანი რომა იყო, რომელმაც საერთო კლასიფიკაციაში ერთი ადგილით წინ წაიწია, ოღონდ თუ ორი ეტაპის შემდეგ, ლიდერ სტეფან პეტერანსელთან ხუთ წუთზე მეტს აგებდა, ახალ ლიდერს მხოლოდ წუთით და 50 წამით ჩამორჩება.
ჰოლოვჟიჩმა მესამე დღე მეორე საუკეთესო დროით დაასრულა. ეტაპის დაწყებამდ, ის ლიდერ თანაგუნდელს, პეტერანსელს, 2 წუთით და 28 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ ფრანგს დღის ბოლო 80–კილომეტრიან მონაკვეთზე საბურავებმა ბევრი პრობლემა შეუქმნა, რის გამოც თითქმის 6 წუთი დაკარგა. მას ორჯერ დაუზიანდა საბურავი, არადა ეტაპის დასაწყისში, კვლავ ყველაზე სწრაფი იყო.
ერთი ადგილით წინ წაიწია სამხრეთაფრიკელმა გინიელ დე ვილიერსმა, ვინც ეტაპი მეოტხე შედეგით დაასრულა და ახლა რბოლის ლიდერს წუთით და 40 წამით ჩამორჩება. ლიდერთან დროში ჩამორჩენა დაკარის შარშანდელმა ჩემპიონმა, ყატარელმა ნასერ ალ–ატიამაც შეამცირა. მართალია, საერთო კლასიფიკაციაში ის ისევ მეექვსეზეა, მაგრამ ლიდერს 6 წუთით და 34 წამით ჩამორჩება. არადა, წინა ეტაპის შემდგ, ეს სხვაობა თითქმის 9 წუთი იყო.
კლასიფიკაცია 3 ეტაპის შემდეგ
1. კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩი (პოლონეთი, მინი) 5:51:06
2. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 0:54
3. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 1:40
4. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 1:50
5. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) + 2:41
6. ნასერ ალ–ატია (ყატარი, ჰამერი) + 6:34
7. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 14:53
8. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 20:39
9. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ ოული) + 21:46
10. ერიკ ვევერსი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 26:06
No comments:
Post a Comment