IBM developing air battery with 500-mile range
14 იანვარი
ელექტრომობილების ყველაზე დიდი ნაკლი სვლის მცირე სიშორეა. მართალია, ლითიუმ–იონური აკუმულატორები გაცილებით უკეთესია, ვიდრე აწ უკვე მივიწყებული ნიკელ–მეტალ ჰიდრიდული, მაგრამ ის მაინც არაა, რასაც ავტომწარმოებლები და მითუმეტეს, ავტომფლობელები ისურვებდნენ. ხშირ შემთხვევაში, მათი მაქსიმუმი 160 კილომეტრია და თანაც, ენერგიის მარაგის შევსებასაც ბევრი დრო უნდა. ესეც რომ არა, ასეთი ელემენტების ბლოკების წონა 300 კილოგრამზე მეტია ხოლმე, რაც მანქანას ამძიმებს.
მაგრამ მალე შეიძლება ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, კომპანია „აიბიემი“ ამას გვპირდება. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი ტიპის, ლითიუმ–აირის ელემენტები შეიმუშავა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, ლითიუმ–იონურ ელემენტებზე 1000–ჯერ მეტ ენერგიას იტევს. ამასთან, მათი ზომა ხუთჯერ ნაკლებია და მათი მუშაობის ვადა – ხუთჯერ მეტი.მაშ, ავშენებულვართ! და რა აკავებს „აიბიემს“? რატომ ახლავე არ შეუდგება ახალი ელემენტების მასობრივ წარმოებას? საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით, ლითიუმ–აირის ელემენტებს ერთი სერიოზული ნაკლი მაინც აღმოაჩნდა – ხშირი დამუხტვა–განმუხტვა მის სტრუქტურას ანადგურებს.
მაგრამ „აიბიემის“ სპეციალისტები ახლა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და როგორც ამერიკული კომპანია აცხადებს, ამ მიმართულებით წინსვლაც აქვს. აღმოჩენილია ელექტროლიტური ნივთიერება, რომლის გამოყენბის შემთხვევაშიც, ლითიუმ–აირის ელემენტი ხშირ დამუხტვა–განმუხტვას უძლებს.
მალე ამ ელექტროლიტის გამოცდა დაიწყება. ასეთი ელემენტებით აღჭურვილი სრულმასშტაბიანი პროტოტიპის გამოცდა 2013 წელს დაიწყება, ასეთი ელემენტების მასობრივი წარმოება კი რამდენიმე წელიწადში იქნება შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment