Stephane Peterhansel retains Dakar Rally lead despite being delayed in sand dunes
13 იანვარი
სტეფან პეტერანსელი რალი–რეიდ დაკარის ლიდერობას აგრძელებს. არადა, მე–12 ეტაპზე მან ბევრი დრო დაკარგა, როდესაც დიუნებში გაიჭედა. მისი ბედი მისმა ესპანელმა თანაგუნდელმა ნანი რომამაც გაიზიარა, თუმცა ამის მიუხედავად, ფრანგს მაინც თითქმის სამი წუთი ამოუქაჩა.
„პირველი დიუნების გავლის შემდეგ, პიკი გადავიარეთ თუ არა, ორმოში ჩავვარდით. ამან ბევრი დრო, თითქმის 20 წუთი დაგვაკარგვინა. ეს კი ნიშნავდა, რომ საერთო ჩათვლაში ლიდერობას ვკარგავდით. იძულებული ვიყავით, მანქანის გარშემო ქვიშა გვეთხარა, რომ ორმოდან ამოვსულიყავით. ამის შემდეგ, გარისკვა მიწევდა, რომ დაკარგული დრო ამენაზღაურებინა. ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, ნანის დავეწიე, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრობლემები მასაც ჰქონდა. მოკლედ, დღეს დიდი შანსი მქონდა, რომ ყველაფერი დამეკარგა“, – ნარბოლევს ყვებოდა პეტერანსელი.
ეტაპი კი ამერიკელმა რობი გორდონმა მოიგო, ვინც 15 წუთით აჯობა რუს ლეონიდ ნოვიცკის. ამის მიუხედავად, ამერიკელი საერთო კლასიფიკაციაში მაინც მეოთზე ადგილზე დარჩა. ახლა, როცა მისთვის გამარჯვება არარეალურია, გორდონმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სურდა, თავისი და „ჰამერის“ რეალური შესაძლებლობები ეჩვენებინა.
„მინი ქალებისთვისაა, რადგან დღეს ჩვენ მათ თითქმის 20 წუთით ვაჯობეთ. შესანიშნავი ეტაპი იყო, დიდი დიუნებით, რომლებსაც ჩემი მანქანა ძალიან სწრაფად გადიოდა. მა ძალიან გაბრაზებული ვარ ნანიზე, რომელმაც თაღლითი მიწოდა. დღეს მე მათ უკანალებში ამოვცხე. რბოლის დარჩენილ ეტაპებზეც ვეცდები, დავუმტკიცო მაგათ, რომ ყველაზე სწრაფი ვარ. ამიერიდან, ყველა ეტაპის მოგებას ვეცდები“, – განაცხადა გორდონმა.
კლასიფიკაცია 12 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 11:19:04
2. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 20:00
3. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 1:06:40
4. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 1:44:04
5. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 2:00:01
6. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 3:52:06
7. ბერნარდ ტენ ბრინკი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 4:14:24
8. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 4:18:21
9. რიკარდო ლეალ დუშ სანტუში (პორტუგალია, მინი) + 4:51:05
10. დანკან ფოსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 6:19:48
No comments:
Post a Comment