Rossi wants to 'be like Schumacher' in decade
15 იანვარი
მოტორსპორტის ლეგენდა ვალენტინო როსი ამბობს, რომ მიხაელ შუმახერის სპორტული კარიერის ხაგრძლივობით აღფრთოვანებულია და სურს, რომ ათი წლის შემდგ, ისეთივე ფორმაში იყოს, როგორშიც ფორმულა ერთის გერმანელი ლეგენდაა.
შუმახერი ფ1–დან 2006 წლის სეზონის შემდეგ წავიდა, მაგრამ სამწლიანი უქმეობის შემდეგ, ორი წლის წინ დაბრუნდა. და მართალია, ჯერ კვარცხლბეკზეც ვერ ასულა, მაგრამ როსი თვლის, რომ შუმი ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაშია და ბედნიერი იქნება, თუ ათი წლის შემდგ, ისიც ასეთ ფორმას შეინარჩუნებს.
„სასიამოვნოა, როცა ხედავ, თუ რისი უნარი აქვს. ის ჩემზე ათი წლით უფროსია, მაგრამ კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და ენერგიითაა აღსავსე. მინდა, ათი წლის შემდეგ მეც ასეთ ფორმაში ვიყო“, – ამბობს 33 წლის როსი, ვისაც მოტოსპორტის უმაღლეს კატეგორიაში, შუმახერივით, მსოფლიო ჩემპიონის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული.
იტალიელი დარწმუნებულია, რომ მას და გერმანელს უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ: „მე იტალიელი მრბოლი ვარ და იტალიურ გუნდში გამოვდივარ. შუმახერი კი გერმანელია და გერმანულ „მერსედესში“ გამოდის. და ჩვენ ერთნაირი მიზნები და შანსები გვაქვს ჩემპიონატში“.
როსი დღეს „დუკატის“ წევრია, რომელთანაც კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს უმთავრდება. მას ამ კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება სურს, რის შემდეგაც, კარიერას დაასრულებს. „ამის შემდეგ ვიფიქრებ, რით გავერთო“, – დასძენს როსი.
No comments:
Post a Comment