2012 Ferrari has ugly 'bump' on nose
15 იანვარი
ახალი სეზონიდან, ფორმულა ერთის რეგლამენტში კიდევ ერთი წესი ამოქმედდება, რომელიც მანქანის ცხვირის სიმაღლეს ზღუდავს. ამის მიზანი უსაფრთხოების გაუმჯობესებაა – ძალიან აწეული ცხვირი, წინ მიმავალი მანქანის ბორბალთან შეჯახების შემთხვევაში, მანქანას ზევით აგდებს. მაგრამ თუ ის ძალიან მაღლა არ იქნება აწეული, შეჯახებისას უბრალოდ დაიმტვრევა და მანქანას უკონტროლოს არ გახდის.
მაგრამ დაწეული ცხივირ, მანქანის აეროდინამიკას აუარესებს – ასე უფრო ძნელია მანქანის ძირისკენ ჰაერის მოწესრიგებული ნაკადის მიმართვა. მოკლედ, ეს წესი მანქანების გარეგნობას ძლიერ შეცვლის, გუნდები კი ახლებურ გადაწყვეტებს ეძებენ, რათა დანაკარგები მინიმუმამდე შეამცირონ.
როგორც გაირკვა, „ფერარიმ“ თავისებური გამოსავალი მოძებნა – მარანელოელებს მანქანის მონოკოკის წინა ნაწილი არ შეუცვლიათ. თუმცა, იმ ადგილიდან, სადაც მონოკოკს უერთდება, ცხვირის ნაწილი ძლიერ დაქანებული და დავიწროებულია და გადაბმის ადგილას ერთგვარ კეხს წარმოქმნის. შესაბამისად, შეცვლილი უნდა იყოს წინა ფრთის კონფიგურაციაც, რისი მიზანიც ისაა, რომ მანქანის ძირისკენ ჰაერის მაქსიმალურად მოწესრიგებული ნაკადი მიმართონ.
საყოველთაო შეფასებით, ასეთი ცხვირი მანქანას (რომლის კოდური სახელწოდებაცაა 663) ამახინჯებს. მაგრამ გუნდის შეფები – ლუკა დი მონტეძემოლო და სტეფანო დომენიკალი, მანქანის აღწერისას სიტყვა „მახინჯს“ არ იყენებენ. „რა თქმა უნდა, ის ლამაზი არაა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ახალი რეგლამენტი გვბორკავს“, – ამბობს დომენიკალი.
მაგრამ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო მანქანას სხვანაირად აფასებს და ამბობს, რომ ის შარშანდელს „საკმაოდ ჰგავს“. ამასთან, „ბოლო ორ სეზონში რეგლამენტი ისე შეცვალეს, რომ მანქანები ერთმანეთს სულ უფრო ემსგავსება“, – ამბობს ესპანელი.
იტალიური გუნდ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის პრეზენტაციას 3 თებერვალს ჩაატარებს.
No comments:
Post a Comment