Sutil's F1 career in doubt over nightclub fight
15 იანვარი
ადრიან სუტილს და ლუის ჰამილტონს სასამართლოში წარდგომა მოუწევთ. პირველს, როგორც ბრალდებულს და მეორეს, როგორც მოწმეს. სუტილს ბრალად ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანება ედება.
ერთი წლის წინ, ჩინეთის დიდი პრიზის შემდგომ წვეულებაზე, სუტილმა ბოთლის ნამსხვრევით, „ლოტუს რენოს“ აღმასრულებელი ერიკ ლუქსი დაჭრა. სუტილი ახლა 29 წლისაა და ამ დღეებში იუბილე აქვს. ის „უილიამსში“ გადასვლის რეალური კანდიდატია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ სასამართლოს შემდეგ, ფ1–ში მისი კარიერა დასრულდეს.
გერმანული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს, რომ სუტილი მიუნხენის სასამართლოს წინაშე ამ თვის ბოლოს წარსდგება. ამავე გამოცემის ინფორმაციით, გერმანელ მრბოლს, ვინც გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს „ფორს ინდიადან“, ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება.
სუტილის მენეჯერი მანფრედ ციმერმანი იმედოვნებს, რომ სასამართლო გერმანელ პილოტს გაამართლებს. თუმცა ფაქტია, რომ გარჩევის დასრულებამდე, გუნდები მასთან საქმის დაჭერას მოერიდებიან. ამიტომ, დიდი შანსია იმისა, რომ ეს სეზონი სუტილს გაუცდება. ციმერმანი ამბობს, რომ დაცვის მხარე, საქმის სასამართლოს დაწყებამდე, დაზარალებულთან შეთანხმების მიღწევას ეცდბა. ის იმეოდვნებს, რომ გერმანელი მრბოლი ამ სეზონშიც ფ1–ში იქნება.
რაც შეეხება ჰამილტონს, ვინც სუტილის ახლო მეგობარია, წვეულებაზე ის ინციდენტის ადგილზე ყოფილა და ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიბარონ.
No comments:
Post a Comment