Sebastien Loeb leads Monte Carlo Rally after Jari-Matti Latvala's crash
18 იანვარი
სებასტიან ლოებისთვის მსოფლიო ჩემპიონის რვა ტიტული საკმარისი არაა, ის ისევ გამარჯვებისთვის იბრძვის. მონტე კარლოში სტარტი აიღო ახალმა სეზონმა, რომლის პირველ ეტაპსაც მონტე კარლო მასპინძლობს.
რბოლის პირველი დღის შემდეგ, ლოები დამაჯერებლად ლიდერობს. ის წუთზე მეტს უგებს უახლოეს მდერვარს, ესპანელ დანიელ სორდოს, რომელსაც მხოლოდ წამით ჩამორჩება ნორვეგიელი პეტერ სოლბერგი. არადა, კარგა ხანს, რბოლის ლიდერი ფინელი იარი–მატი ლატვალა იყო, რომელსაც დღის ბოლო სპეცმონაკვეთზე ავარია მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა.სებასტიან ლოებისთვის მსოფლიო ჩემპიონის რვა ტიტული საკმარისი არაა, ის ისევ გამარჯვებისთვის იბრძვის. მონტე კარლოში სტარტი აიღო ახალმა სეზონმა, რომლის პირველ ეტაპსაც მონტე კარლო მასპინძლობს.
პრობლემები სხვებსაც შეექმნათ. მაგალითად, სოლბერგს ორჯერ მოუხდა საბურავების გამოცვლა, ფინელი მიკო ჰირვონენი კი კედელს შეეჯახა და მუხრუჭები დაუზიანდა. დღის დასაწყისში ავარია სორდოსაც მოუვიდა, რომელსაც „მინის“ საკიდარი“ დაუზიანდა, თუმცა მოგვიანებით ესპანელმა მაინც შეძლო პოზიციის გაუმჯობესება.
მეოთხე ადგილზე იმყოფება „ფოლკსვაგენის“ ფრანგი მრბოლი სებასტიან ოჟიე, ვინც ამჯერად „შკოდას“ ავტომობილით ასპარეზობს. ოჟიე შარშან ლოების თანაგუნდელი იყო, მაგრამ ახალი სეზონის წინ, „ფოლკსვაგენში“ გადავიდა, რომლისთვისაც ეს სეზონი სატესტოა. გერმანული კომპანია თავისი სარბოლი „პოლოთი“ რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს, სხვა ეტაპებზე კი (ისევე როგორც მონტე კარლოს რალიზე) ოჟიე „შკოდას“ მანქანით გამოვა.
მეშვიდე ადგილზეა სახელოვანი ფრანგი ფრანსუა დელკური, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. თუმცა, ის ლიდერს თითქმის 3 წუთით ჩამორჩება.
მონტე კარლოს რალი. პირველი დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 1:30:30.100
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) +01:04.200
3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 01:05.200
4. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა) 02:21.100
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) 02:26.500
6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) 02:30.000
7. ფრანსუა დელკური (საფრანგეთი, ფორდი) 02:49.900
8. პიერ კამპანა (საფრანგეთი, მინი) 04:09.700
9. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 04:14.000
10. პერ–გუნარ ანდერსონი (შვედეთი, პროტონი) 04:33.800
No comments:
Post a Comment