Hyundai hits 2016 CAFE requirements early
13 იანვარი
დღეს მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები, რომლებიც ავტომობილებს ამერიკაში ჰყიდიან, დიდი მონდომებით ემზადებიან CAFE–ს (საწვავის საშუალო კორპორატიული ეკონომიურობა) ახალი რეგლამენტისთვის, რომელიც NHTSA–მ (საგზაუ უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია) დააწესა. ამ რეგლამენტით, კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილები საშუალოდ ერთი გალონი (3.7854 ლიტრი) საწვავით, 35.5 მილს (დაახლოებით 57 კილომეტრს) უნდა გადიოდნენ. ანუ, 100 კილომეტრის გასავლელად, მათ 6.664 ლიტრი საწვავი უნდა ჰყოფნიდეთ.
1978 წელს, CAFE–ს სტანდარტი, გალონზე 18 მილი იყო, ანუ 13.143 ლ 100 კილომეტრზე. 2025 წელს სტანდარტი მეტისმეტად მკაცრდება – 54.5 მლ გალონზე, ანუ 4.34 ლიტრი 100 კმ–ზე. პირველი კომპანია კი, რომელიც დღესვე აკმაყოფილებს CAFE–ს 2016 წლის მოთხოვნებს, არის „ჰიუნდაი“, რომლის ავტომობილების საშუალო ეკონომიურობა გალონზე 36 მილია, ანუ ისინი 100 კილომეტრს 6.57 ლიტრით გადიან.
სხვათა შორის, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც „ჰიუნდაის“ დღევანდელ მონაცემებს არასწორად მიიჩნევს. ესაა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ჯგუფი, რომელიც ირწმუნება, რომ „ჰიუნდაი ელანტრას“ ეკონომიურობა არ შეესაბამება იმ მონაცემებს, რომლებიც ამ ავტომობილს EPA–მ (გარემოს დაცვის სააგენტო) დაუდგინა. „ჰიუნდაი“ არ უარყოფს, რომ ყველა მფლობელი შეიძლება ვერ ახერხებს თავისი ავტომობილის ეკონომიურად ექსპლუატაციას, რაც მართვის სტილზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, „კონსამერ რიპორტსის“ მიერ ჩატარებული ტესტების დროს, სხვა ავტომობილების მაჩვენებლებთან, საწვავის ხარჯის მაჩვენებლებს შორის სხვაობა სტაბილური იყო, რაც EPA–ს მიერ დადგენილი მაჩვენებელი მართებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ EPA–ს ჯერ არ შეუმოწმებია „ელანტრას“ წლევანდლი ვერსია, რომელიც კორეულმა კომპანია სისტემა „ექტივECO–თი“ აღჭურვა. „ჰიუნდაის“ ინფორმაციის, ამ სისტემის წყალობით, ავტომობილის ეკონომიურობა 7 პროცენტით უმჯობესდება.
No comments:
Post a Comment