Monday, January 9, 2012

ბრუნო სენა „უილიამსში“ გადავა

Sponsor says Senna to race Williams in 2012
9 იანვარი
ბრუნო სენას ფორმულა ერტში დარჩენის რეალური შანსი აქვს და ამის შესახებ, მისი სპონსორი ამბობს, რომლის წყალობითაც, გასულ სეზონში ბრაზილიელმა პილოტმა „ლოტუს–რენოში“ გამოცდილი გერმანელი, ნიკ ჰაიდფელდი შეცვალა. მაშინ სენას სპონსორობას ნავთობკომპანია OGX უწევდა, რომელიც ჰოლდინგ EBX–ის ნაწილია.

EBX–ის შეფი კი, მულტი მილიარდერი ეიკე ბატისტაა, ვინც „ფორბსის“ მონაცემებით, ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანია. ბრაზილიურ გაზეთ „ო ესტადო დე სან პაულუსთან“ საუბრისას, ბატისტამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ „სენა მომავალ სეზონში „უილიამსის“ მანქანით იასპარეზებს“.
ლეგენდარული აირტონ სენას დისშვილი კი უფრო თავშეკავებულია და ამბობს, რომ ის ფ1–ში ადგილის მოსაპოვებლად ჯერაც იბრძვის და რომ ჯერჯერობით, არცერთ გუნდთან თანხმობისთვის არ მიუღწევია.

No comments:

Post a Comment