Monday, January 9, 2012

რაიკონენი საჭეს 23–24 იანვარს მიუჯდება

Lotus sets date for Kimi Raikkonen's return to F1 machinery
9 იანვარი
ფორმულა ერთში დაბრუნების შემდეგ, კიმი რაიკონენი „ლოტუს–რენოს“ ბოლიდის საჭეს პირველად 23–24 იანვარს მიუჯდება. ეს ვალენსიაში მოხდება, ოღონდ ის არა ახალი, ან შარშანდელი, არამედ 2010 წლის მანქანით ივარჯიშებს.
მართალია, ფორმულა ერთში სეზონისწინა ტესტები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ რაიკონენს და „ლოტუსს“ ტესტირების უფლება იმ მარტივი მიზეზის გამო აქვთ, რომ მანქანა ძველია. ამასთან, ის GP2–ის საბურავებზე იდგება.

რაიკონენმა ფ1–ში ორი სეზონი გააცდინა და სანამ ტესტები დაიწყება, თავად სჭირდება ვარჯიში, რათა ძველი ჩვევები აღიდგინოს. ამისათვის კი R30–ით ტრასაზე ორ დღეს გაატარებს. ერთი კვირის წინ, რაიკონენი „ლოტუსის“ ბაზაზე, ენსტოუნში იმყოფებოდა, სადაც მისი შესაფერისი სკამისთვის ზომები აიღეს.
„არა მგონია, სიჩქარე დამეკარგოს. რა თქმა უნდა, საბურავების ფაქტორი მთავარი იქნება, მაგრამ ეს სულაც არ მანიშნებს. ტესტების დაწყებამდე, ახალ მანქანას ტრასაზე ვერ გამოვიყვანთ. სამაგიეროდ, ორი წლის წინანდელი მანქანის გამოცდის საშუალება მექნება და ესეც კარგია. „პირელის“ საბურავები ჩემთვის უცხოა. მისით არასდროს მივლია. ასე რომ, ერთი სული მაქვს, მათს გამოცდას როდის შევუდგები“, – ამბობს რაიკონენი.

No comments:

Post a Comment