2013 Hyundai Veloster Turbo Photos on the Loose
9 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „ჰიუნდაის“ ერთ–ერთი მთავარი ექსპონატი, კუპე „ველოსტერის“ ტურბო ვერსია იქნება. შოუს გახსნამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ინტერნეტში ამ ავტომობილის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები გამოჩნდა.
ოქტომბერში კორეულმა კომპანიამ 1.6–ლიტრიანი ტურბოძრავის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლითაც „ველოსტერის“ ტურბო ვერსია აღიჭურვება. ტურბინა წყვილგრაგნილიანია, რაც მის ეფექტურობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, ძრავი საწვავის ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემითაცაა აღჭურვილი, რომელიც აგრეგატის ეფექტურობას და ეკონომიურობას აუმჯობესებს.
ძრავის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა (6000 ბრ/წთ–ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 265 ნიუტონმეტრი (1750 ბრ/წთ–ზე). თუმცა, „ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ ძრავის ტექნიკური მახასიათებლები, ბაზრების მიხედვით განსხვავებული იქნება. მაგალითად, ამ ძრავის ამერიკული ბაზრის შესაბამისი ვერსიის სიმძლავრე 201 ცხენის ძალა იქნება. „ველოსტერი“ ტურბო ვერსია 6–საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური ტრანსმისიებით აღიჭურვება. ამასთან, ორივე შემთხვევაში წამყვანი წინა ბორბლები იქნება.
რაც შეეხება გარეგნობას, „ველოსტერის“ ტურბო ვერსია, ამავე ავტომობილის საბაზო ვარიანტისგან ოდნავ განსხვავებულია. მაგალითად, გაცილებით დიდი ფართობისაა რადიატორის ბადე, რასაც წინა ბამპერის შეცვლა მოჰყვა. გაგანიერებულია წინა საბორბლე თაღები, რამაც გვერდითა პარმაღების გარეთ გამოწევა მოითხოვა. შეიცვალა უკანა ბამპერიც, რის ქვეშაც ზორბა დიფუზორი მოთავსდა. ინტერიერში ყურადღებას იქცევს სპორტული წინა სავარძლები...
No comments:
Post a Comment