Monday, January 9, 2012

„ჰიუნდაი ელანტრა“ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილია

Hyundai Elantra Snag 2012 North American Car and Truck Titles of the Year
9 იანვარი
დეტროიტში გახსნილ მოტორ შოუზე, ჩრდლოეთ ამერიკის 2012 წლის საუკეთესო ავტომობილები დასახელდა. მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში გამარჯვება „ჰიუნდაი ელანტრას“ ერგო, უგზოობის ავტომობილებისა პიკაპების ლატეგორიაში კი საუკეთესოდ „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოუკი“ დაასახელეს.

ჟიურიში, ამერიკის და კანადის საავტომობილო ჟურნალ–გაზეთების, ინტერნეტ გამოცემების, ტელე და რადიოს საავტომობილო გადაცემებზე მომუშავე 50 ჟურნალისტი შედიოდა. მათ ორივე კატეგორიაში სამ–სამ ფინალისტს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩევანი.
მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში, ჟიურის წევრებმა „ჰიუნდაი ელანტრას“ 174 ქულა მიანიჭეს. მის მეტოქეებს – „ფოლკსვაგენ პასატსა“ და „ფორდ ფოკუსს“ კი შესაბამისად, 161 და 155 ქულა ერგო. სხვათა შორის, ეს „ჰიუნდაისთვის“ მეორე დიდი აღიარებაა ამ კონკურსში. ჩრდილოეთ ამერიკაში 2009 წელს საუკეთესო ავტომობილად ბაზრის დებიუტანტი, სედანი „ჰიუნდა ჯენეზისი“ დაასახელეს.
უგზოობის ავტომობილებისა და პიკაპების კატეგორიაში, სამივე ფინალისტი უგზოობის ავტომობილი იყო. „რეინჯ როვერ ევოუკმა“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ჟიურიმ მას 254 ქულა მიანიჭა. მეორე ადგილზე „ჰონდას“ CR-V გავიდა, რომელმაც 142 ქულა დაიმსახურა. მესამეზე კი 94 ქულით „ბეემვე X3“ გავიდა.
შეგახსენებთ, რომ შარშან კონკურსის გამარჯვებულები „შევროლეს“ ელექტრული ჰიბრიდი „ვოლტი“ და „ფორდ ექსპლორერი“ გახდნენ.

No comments:

Post a Comment