Volkswagen's E-Bugster Concept is an All-Electric Beetle Hot Rod
9 იანვარი
ეს ავტომობილი დეტროიტის მოტორ შოუს ნამდვილი ვარსკვლავი გახდება. „ფოლკსგავენ ხოჭო“ ისედაც მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული ავტომობილია. ელექტრომობილები კი ნელ–ნელა სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. და როცა ლაპარაკია სპორტულად გამოწყობილი „ხოჭოს“ ელექტრულ ვერსიაზე, საყოველთაო ყურადღება ნამდვილად გარანტირებული იქნება.
მაშ ასე, შოუს გახსნამდ რამდენიმე საათით ადრე, გერმანულმა კომპანიამ ეს ავტომობილი, სახელად „E–ბაგსტერი“, ინტერნეტის მეშვეობით გაგვაცნო. „E–ბაგსტერი“ სამი სიტყვის კომბინაციაა, სადაც E ელექტრონულს ნიშნავს, „ბაგ“ – ხოჭოს, „სტერი“ კი „სპიდსტერის“ ნაწილია. საერთო ჯამში, სახელი „E–ბაგსტერ“ ნიშნავს სპორტულ ელექტრონულ ხოჭოს.
ავტომობილი უახლესი „ხოჭოს“ ბაზაზეა შექმნილი, ოღონდ მისგან განსხვავებით, დაბალი სახურავი და გაგანიერებული საბორბლე თაღები აქვს. სახურავის უკანა საყრდენი ძალიან სქელია. ავტომობილი კი 19–დუიმიან ბორბლებზე დგას. ეს ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ზედაპირულია. „ფოლკსვაგენი“ ამბობს, რომ გაცილებით საინტერესო მისი აღჭურვილობაა. რა თქმა უნდა – „E–ბაგსტერი“ ხომ ელექტრომობილია.
ავტომობილს მბიძგველ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 114 ცხენის ძალაა. ენერგიით მას ლითიუმ–იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ნაწილი საბარგულში მოათავსეს, ნაწილი კი – უკანა სავარძლების ქვეშ. სწორედ ამ ადგილებში ჰქონდა განლაგებული ძრავი და საწვავის ავზი პირველ „ხოჭოს“.
ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე „E–ბაგსტერს“ აკუმულატორების ტევადობა 160 კილომეტრის გასავლელად ჰყოფნის. აკუმულატორები პლაგ–ინ სისტემით, საყოფაცხოვრებო ქსელიდან იმუხტება. დასამუხტი წერტილი „ფოლკსვაგენის“ ემბლემის ქვეშაა ჩამალული. დასამუხტად 120 და 240–ვოლტიანი წერტილები გამოიყენება. გარდა ამისა, მანქანას აქვს სწრაფად დასამუხტი სისტემაც, რომელიც აკუმულატორებს 80 პროცენტით ნახევარ საათში ავსებს.
სავარაუდოდ, ეს ავტომობილი კონცეპტუალურადვე დარჩება. სამაგიეროდ, ამძრავი სისტემა, რომელსაც ვოლფსბურგელებმა „ბლიუ–e–მოუშნ“ უწოდეს, მალე მათი სხვა მოდლების ელექტრონულ, სერიულ ვერსიებზე გამოჩნდება. „E–ბაგსტერის“ შესახებ კი უფრო მეტ ინფორმაციას დეტროიტის შოუს დღეებში გამოაქვეყნებენ.
No comments:
Post a Comment