Wednesday, January 18, 2012

ლიმუზინი სუპერ ავტომობილის ბაზაზე (ვიდეო)

Audi R8 V10 Falls Victim to the Stretch Limousine Industry
18 იანვარი
კომპანია „კარბონაიტ UK–ს“ უცნაური ახირება აქვს – სუპერ ავტომობილების ლიმუზინებად გადაკეთებაზე ექავება ხელები. ყოველ შემთხვევაში, სახელი „ფერარი 360 მოდენას“ დაგრძელებით გაითქვა. ახლა კი „აუდის“ R8 V10–ს მიადგა და მისგანაც საოცარი სიმახინჯის შექმნას აპირებს. სხვათა შორის, ორივე ავტომობილი კომპანია „ლიმო ბროკერის“ დაკვეთითაა.

ბრიტანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ „აუდი R8 V10–ს“ ბაზაზე ლიმუზინის დამზადებას უკვე შეუდგა და შემკვეთს სასურველ პროდუქტს ზაფხულის ბოლოს ჩააბარებს. მანამდ კი „ლიმო ბროკერმა“ ავტომობილის კომპიუტერული ფოტოები და ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა.
ლიმუზინის სალონში 8 სპორტული სავარძელი ოთხ რიგად მოთავსდება. ავტომობილი უცვლელად შეინარჩუნებს 5.2–ლიტრიან V10 ძრავს, რომელიც 528 ცხენის ძალას ავითარებს. დანარჩენი კი ფოტოებზე და ვიდეოზე ნახეთ...



No comments:

Post a Comment