Norwegian Firm Converts Ferrari FF into a Bio-Ethanol Supercar
18 იანვარი
გყავთ „ფერარი FF“ და გინდათ, რომ თქვენმა ოთხბორბლიანმა სიამაყემ გარემოს ნაკლებად ავნოს? მაშინ ნორვეგიაში უნდა წაიყვანოთ, „პაციენტი“ კომპანია „კასტომიზედ.ნო–ს“ სპეციალისტებთან „ამკურნალოთ“ და ცოტა ხანში უკან ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილით დაბრუნდებით, რომელიც ბიოეთანოლის დიეტაზე იჯდება. რა თქმა უნდა, ასე იმ შემთხვევაში უნდა მოიქცეთ, თუ გეცოდინებათ, რომ E85 (85 ეთანოლი და დანარჩენი ბენზინი) მარკის საწვავის შოვნა პრობლემა არ იქნება.
„კასტომიზედ.ნო–სთან“ თქვენი ავტომობილის მოდიფიცირება 2 000 დოლარი დაჯდება. ამასთან, თქვენს „კვიცს“ ცხენის ძალებიც საგრძნობლად მოემატება. სტანდარტული 6.3–ლიტრიანი V12, რომლითაც „ფერარი FF“ არის აღჭურვილი, 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომლის წყალობითაც, ადგილიდან ასის აკრედას სულ რაღაც 3.7 წამში ასწრებს. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 360 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ნორვეგიული ოპერაციის შემდეგ კი, როგორც „კასტომიზედ.ნო“ ირწმუნება, ბიოეთანოლზე მომუშავე იმავე ძრავის სიმძლავრე 875 ცხენის ძალამდე იზრდება, სტანდარტული აჩქარების დრო 3 წამამდე მცირდება, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი (ყოველ კილომეტრზე) 100 გრამზე დაბლა ჩამოდის.
No comments:
Post a Comment