McLaren P12 (2013): CAR's scoop on the F1 successor
18 იანვარი
თებერვლის ნომერში, ბრიტანული ჟურნალი „ქარ“ „მაკლარენის“ ახალი სუპერ ავტომობილის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ამ ავტომობილის სახელია „მაკლარენ MP12“ და ის ლეგენდარული F1–ის შემცვლელი უნდა გახდეს. ეს ავტომობილი ბაზარზე ერთ წელიწადში უნდა გამოვიდეს. მის შესახებ ინფორმაცია სრულიად გასაიდუმლოებულია, თუმცა „ქარ–ის“ რეპორტიორებმა ახალი MP12–ის შესახებ მწირი ინფორმაცია მაინც მოიპოვეს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ „ქარ–ის“ წყარომ, ახალი ავტომობილის თიხაში შესრულებული მაკეტი იხილა. მისი მონათხრობის მიხედვით, ფოტოშოპის სპეციალისტებმა ფოტო რობოტი შეადგინეს, კომპიუტერით დაამუშავეს და ჟურნალში დასაბეჭდი სახე მისცეს.
მათ MP12 ფილმ „აირობოტში“ მონაწილე „აუდის“ ფუტურისტულ ავტომობილს შეადარეს. რაც მთავარია, მას „მაკლარენის“ პირველ სერიულ სუპერქარ MP4–12C–ზე აგრესიული გარეგნობა აქვს. მისი კაბინა ავიაგამანადგურებლის სანთელს მოგაგონებთ.
MP12 ორადგილიანია. „მაკლარენის“ მმართველი დირექტორი ენტონი შერიფი ამბობს, რომ თავიდან სალონი სამადგილიანად ჩაიფიქრეს, მაგრამ მაკეტზე მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ასეთი შეთანწყობით, ავტომობილი ზედმეტად დაიბერებოდა. ამიტომ, საბოლოოდ არჩევანი კლასიკურ ორადგილიან ვარიანტზე შეჩერდა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასის დაეყრდნობა და მას აქტიური აეროდინამიკური ელემენტები ექნება. საკიდარის კონსტრუქციაში ადაპტირებადი ამორტიზატორები შევა, სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა კი ხუთ რეჟიმში იმუშავებს.
რაც შეეხება ძრავს, ის იგივეა, რომელსაც „მაკლარენი“MP4–12C–ზე იყენებს. ესაა 3.8–ლიტრიანი V8 ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც, 600–დან 800 ცხენის ძალამდე გაიზრდება. გარდა ამისა, ავტომობილი სისტემა კერს–ითაც აღიჭურვება, რომელიც აჩქარების დროს, წამყვან ბორბლებს დამატებითი მაბრუნი ძალით მოამარაგებს. ისევე როგორც ფ1–ის ბოლიდებში, კერს–ის ასამოქმედებლად, საჭის რგოლზე მოთავსებულ ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისი იქნება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, MP12 (ეს ჯერ მანქანის შიდასაქარხნო ინდექსია) ადგილიდან 100 იკმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.8 წამში შეძლებს, 160 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად 5.5 წამი ეყოფა. 230 კმ/სთ–მდე კი – 20 წამი. რამდენი იქნება მაქსიმალური სიჩქარე, ეს ჯერ ვარაუდის დონეზეც კი უცნობია.
„ქარ–ის“ ინფორმაციით, „მაკლარენი“ მხოლოდ 500 ცალ MP12–ს გამოუშვებს და თითოეულს 750 000 ევროდ გაჰყიდის.
No comments:
Post a Comment