Saturday, January 28, 2012

"ტოიოტა TS030 ჰაიბრიდის" პირველი ტესტი პოლ რიკარზე (ვიდეო)

"პეჟო" წავიდა, "ტოიოტა" დაბრუნდა. ჰიბრიდული პროტოტიპი (პეჟო 908) წავიდა, ჰიბრიდული პროტოტიპი (ტოიოტა TS030) მოვიდა. იაპონური სარბოლი პროტოტიპის პირველი ტესტი პოლ რიკარის ტრეკზე ჩატარდა, სადაც მას მეტსახელად ბეტმობილი (ბეტმენის ავტომობილი) შეარქვეს.

იაპონური კომპანია ამ მანქანის ტექნიკურ–დინამიკურ მახასიათებლებს არ ახმაურებს. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბენზინის 3.4–ლიტრიანი V8 და ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. ამასთან, როგორც ამ ვიდეოდან ჩანს, ადგილიდან დაძვრისას მხოლოდ ელექტრულ აგრეგატს იყენებს.
რეგლამენტით, ელექტროძრავს მამოძრავებელი ძალის მხოლოდ ერთი წყვილი საბურავისთვის მიწოდება შეუძლია. "ტოიოტას" ჯერ არ გადაუწყვეტია, ელექტრო ძრავი წინა საბურავებს დაუკავშიროს (ამ შემთხვევაში, კომპანია აისინ AQ–ს აგრეგატს გამოიყენებს), თუ – უკანას (ამ შემთხვევაში, დენსოს ძრავს გამოიყენებს). არც ისაა ცნობილი, პოლ რიკარზე ტესტების დროს, ლექტროძრავი რომელ ღერძთან იყო დაკავშირებული.
"ტოიოტა TS030 ჰაიბრიდის" სარბოლი დებიუტი 5 მაისს, სპას 6–საათიან რბოლაში შედგება.

ვიდეო


No comments:

Post a Comment