Ford Posts Biggest Profit Since 1998
27 იანვარი
გასულ წელს, „ფორდ მოტორმა“ თავის ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი მოგება მიიღო. ამერიკული კომპანიის ქსელურმა მოგებამ 20.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დიდწილად ერთჯერადმა ოპერაციამ განაპირობა. 1998 წლის შემდეგ, ეს ყველაზე დიდი მოგებაა. შედარებისთვის, წინა წელს, ცისფერი ოვალის შესაბამისი მაჩვენებელი 13.7 მილიარდი დოლარი იყო.
შარშან „ფორდმა“ ეგრეთ წოდებული გადადებული საგადასახადო შეღავათების საწინააღმდეგო შემფასებელი რეზერვი გააუქმა, რამაც 12.4 მილიარდი დოლარი დააზოგვინა. სუფთა მოგებამ სულ 8.8 მილიარდი (წინა წლისაზე 463 მილიონით მეტი) შეადგინა, თუმცა ეს მოსალოდნელზე ცოტაა. ეს კი რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. კერძოდ, მაკომპლექტებლებზე გაზრდილმა ფასებმა, ვალუტების კურსების ცვალებადობამ და ტაილანდის წყალდიდობამ.
წლის განმავლობაში, შემოსავალმა 136.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15.4 მილიარდით მეტია. ასეთი შემოსავალი დირბორნელებს 5.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვამ მოუტანა. შედარებისთვის, წინა წელს კომპანიამ 382 000 ავტომობილით ნაკლების გაყიდვა შესძლო. გასული წლის ბოლოს, „ფორდის“ ანგარიშზე 22.9 მილიარდი დოლარი ირიცხებოდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.4 მილიარდით მეტია.
მიღებული მოგება ამერიკულ კომპანიას საბონუსო ხელფასების გაცემის საშუალებას მისცემს. კერძოდ, 41 600 თანამშრომელი, რომლებიც საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობენ, წლიური ბონუსის სახით 6.2 ათას დოლარს მიიღებს. სხვათა შორის, „ფორდის“ ევროპული შტოსთვის, გასული წელს წამგებიანი გამოდგა. საოპერაციო დანაკარგმა 27 მილიონი დლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წელი ამერიკული კომპანიისთვის ევროპაში მომგებიანი იყო (182 მილიონი დოლარი).
„ფორდის“ მარკეტოლოგები ვარაუდბენ, რომ წელს ამერიკის ბაზარზე 13.5–14 მილიონი ავტომობილი გაიყიდება, ევროპის ბაზარზე გაყიდვები კი 14–15 მილიონს მიაღწევს. შესაბამისად, ამერიკული კომპანია ორივე ბაზარზე გაყიდვების ზრდას გეგმავს და ამის მიღწევას, ბაზარზე ახალი ავტომობილების გამოშვებით აპირებს. მათ შორისაა ახალი „ფორდ ფიუჟნი“, „ფორდ მონდეო“, „ლინკოლნ MKZ“ (სამივე D–სეგმენტში), ქროსოვერები „ფორდ ისკეიპი“ და „ფორდ კუგა“ (C–სეგმენტი), ასევე B–სეგმენტის მინივენი „B–მაქსი“ და ქროსოვერი „ეკო–სპორტი“.
გარდა ამისა, „ფორდი“ თავის პოპულარულ პიკაპ „რეინჯერს“ ახალ ბაზრებზეც შეიტანს და გაასამმაგებს იმ ავტომობილების რიცხვს, რომლებიც სერია „ეკობუსტის“ ელემენტებით აღიჭურვება.
No comments:
Post a Comment