First Production Aston Martin V12 Zagato to Debut at Kuwait Concours d’ Elegance
27 იანვარი
საავტომობილო სამყარო ამ ავტომობილს შარშან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე ელოდა, მაგრამ ინგლისურმა კომპანიამ მისი მომზადება ვერ მოასწრო და ამიტომ, გამოფენაზე მხოლოდ სპორტული „ძაგატოს“ სამოქალაქოდ გადაღებილი ვარიანტი წარადგინა. გავიდა დრო და „ასტონმა“ „V12 ძაგატოს“ სერიული ვერსია მოამზადა, რომელსაც პირველად კუვეიტის ელეგანტურობის კონკურსზე წარადგენს.
„მოხარულნი ვართ, რომ „V12 ძაგატოს“ სერიულ ვერსიას პირველად კუვეიტის ელეგანტურობის კონკურსზე წარვადგენთ. „DB4GT ძაგატოს“ წარმოების დაწყებიდან 50 წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში, „ასტონ მარტინსა“ და „ძაგატოს“ არაერთი შესანიშნავი ავტომობილი აქვთ დამზადებული, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევა ოსტატური შესრულებით, ექსკლუზიურობითა და მახასიათებლებით“, – ამბობს „ასტონ მარტინის“ მთავარი აღმასრულებელი ულრიხ ბეცი.
„V12 ძაგატო“ სწორედ ორი კომპანიის – „ასტონ მარტინის“ და იტალიურ დიზაინ ატელიე „ძაგატოს“ თანამშრომლობის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. პირველად ის სარბოლ ფორმაში გამოწყობილი, იტალიაში, ტბა კომოსთან ჩატარებულ ელეგანტურობის კონკურს ვილა დ’ესტეზე წარადგინეს, სადაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მოგვიანებით, ორი ასეთი ავტომობილი, ნურბურგრინგის 24–საათიან რბოლაზე გამოვიდა. მართალია, ფრანკფურტის შოუმდე, „V12 ძაგატოს“ ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა, თუმცა შოუზე ეს ავტომობილი არ გამოჩენილა.
„V12 ძაგატო“ „ასტონ მარტინ V12 ვენტიჯის“ შასიზეა დამზადებული. მის კაპოტქვეშ, 6.0–ლიტრიანი V12 ძრავია განლაგებული, რომელიც 510 ცხენის ძალას და 570 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან 6–საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ–ს აღწევს.
„ასტონ მარტინი“ მხოლოდ 150 ცალი „V12 ძაგატოს“ დამზადებას აპირებს. თითოეული ბრიტანეთში 330 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.
No comments:
Post a Comment