Delphi Teases F1for3 Connected Car Concept
27 თებერვალი
სწორედ ასე იშიფრება საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ ამერიკულ კორპორაცია „დელფისა“ და შვეიცარიულ ატელიე „სბარროს“ მიერ ერთობლივად შემუშავებული სამადგილიანი ღია კონცეპტუალური სპორტული ავტომობილის სახელწოდება - F1for3.
მის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა პარტნიორებმა პრემიერამდე ფოტო ტიზერი უკვე გაავრცელეს. მათ მიერვე გამეტებული მწირი ინფორმაციით, F1for3 სადემონსტრაციო ავტომობილია, რომელიც „დელფის“ უახლესი ქმნილებების საჩვენებლადაა შემუშავებული. ის აღჭურვილია უახლესი მულტიმედიური სისტემით, ასევე მობილური TV-ტუნერით, რომის ანტენაც უკანაა განლაგებული.
ტიზერიდან ჩანს, რომ ამ ავტომობილს საინტერესო აგებულება აქვს და თუ ამას სახელსაც დავურთავთ, ადვილად მივხვდებით, რომ ის ძალიან ტემპერამენტიანია და თავის გამხედნავს, დაახლოებით ისეთივე ტემპერამენტით ასიამოვნებს, როგორითაც ფორმულა ერთის ავტომობილები გამოირჩევა...
No comments:
Post a Comment