Gumpert shows second Geneva teaser, will debut two new Apollo models
27 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუ იმითაცაა გამორჩეული, რომ მასზე ევროპული პატარა კომპანიები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ შორისაა გერმანული „გუმპერტი“, რომელიც შესანიშნავი მონაცემების მქონე სუპერ ავტომობილების წარმოებითაა განთქმული. გასულ წლებში, ჟენევაში „გუმპერტმა“ არაერთი შედევრი წარადგინა, მათ შორის, 750-ცხენიძალიანი „აპოლო S“ და „ტორნანი“, რომელიც შეკვეთით დაამზადა.
მალე კი, იმავე ჟენევაში, გერმანული კომპანია მორიგ სიახლეს და „აპოლოს“ ორ ახალ ვერსიას წარადგენს. მათგან პირველია „აპოლო R“, რომელსაც „გუმპერტი“ სარბოლ ავტომობილად მოიხსენიებს. ამ ავტომობილის სიმძლავრე 860 ცხენის ძალაა. მეორეა „აპოლო ენრეიჯდ“ (გამძვინვარებული აპოლო), რომელზეც მწარმოებელი ამბობს, რომ „ესაა ყველაზე მძლავრი აპოლო, რომელიც გუმპერტს ოდესმე შეუქმნია“. ცნობილია ისიც, რომ ამ ავტომობილს მხოლოდ სამ ცალს დაამზადებენ.
„გუმპერტი“ ასევე მშრალად მიგვითითებს „ნურბურგრინგის“ სარეკორდო დროზე - 7:11.75. ეს ის დროა, რომელიც გერმანულ ავტოდრომზე „დოჯ ვაიპერ ACR-ით“ აჩვენეს და ის სერიული ავტომობილებისტვის რეკორდულია. ძნელი სათქმელია, რას მიგვანიშნებს ამ დროის მოხსენიებით გერმანული კომპანია. ალბათ იმას, რომ თავისი რომელიმე ახალი ავტომობილით, მის გაუმჯობესებას აპირებს. ან იქნებ, უკვე გააუმჯობესა და ამის შესახებ, ჟენევაში გავიგებთ...
No comments:
Post a Comment