Mom builds cardboard Red Bull Formula 1 car for 4 year-old
27 თებერვალი
იაპონიაში ფორმულა ერთი ძალიან პოპულარულია. ამის გამო, იქ ერთ დროს, სეზონში ორი ბროლა ტარდებოდა ხოლმე. ამასთან, ტრიბუნა ყოველთვის სრულად ივსება ხოლმე. იქ ბავშვებსაც ძალიან უყვართ ფორმულა და საერთოდ, ავტოსპორტი. რა თქმა უნდა, ისინი ოცნობობენ იმაზე, რომ იმ ბოლიდების მსგავსი სათამაშო სახლში ჰქონდეთ, როგორებსაც სუძუკას ავტოდრომზე ხედავენ ხოლმე.
მაგრამ ასეთი სათამაშოები, თუ არ ჩავთვლით მასშტაბურ მოდელებს, როგორებსაც კომპანია „ტამია“ აწარმოებს, ძალიან ძვირია. მაგრამ თურმე ეს გადაულახავი ბარიერი სულაც არ ყოფილა. როგორ?
როგორ და, ერთმა იაპონელმა ქალმა, თავადაც ფ1-ზე ძლიერ შეყვარებულმა, თავის 4 წლის ბიჭს, მუყაოსგან „რედ ბულ RB8-ის“ ასლი (რა თქმა უნდა, არაზუსტი) დაუმზადა. თანაც ისეთი, რომელშიც ბავშვს ჩაჯდომა შეუძლია. მანქანა არ მოძრაობს, მაგრამ ის ჩემპიონი გუნდის ახალ ბოლიდს გაგახსენებთ.
გამოცემა „უორლდქარფანსი“ ამ იაპონელის ვინაობას არ აკონკრეტებს. მაგრამ გვიყვება, რომ თურმე ის „რედ ბულის“ და სებასტიან ფეტელის ფანი ყოფილა. სანამ ავსტრიული საჯინიბო თავის ახალ სარბოლ მანქანას წარმოადგენდა, ქალს თავისი მანქანის კონსტრუირება მანამ დაუწყია. ოღონდ, ჯერ მზიდი ჩარჩო შექმნა და როდესაც ინტერნეტით RB8-ს ფოტოები იხილა, თავის მანქანასაც მისი დამახასიათებელი გარეგნობა მისცა. კერძოდ, ისეთივე კეხიანი ცხვირი გაუკეთა, როგორიც ფეტელის ახალ მანქანას აქვს. და, რა თქმა უნდა, საბოლოო პროდუქტიც ისე გააფორმა, როგორს ნამდვილ „რედ ბულს“ შეეფერება. თანაც, შვილს შესაფერისი ეკიპირებაც უყიდა.
საინტერესოა ისიც, რომ მანქანა დასაკეცია. როცა ბავშვს მისით გართობა მობეზრდება, „კონსტრუქტორი“ მანქანას მესამედის ზომაზე დაუკეცავს და შეინახავს...
No comments:
Post a Comment