Monday, February 27, 2012

„მერსედეს W03-ის“ წინა ფრთის მოქმედების პრინციპი (ვიდეო)

Mercedes wing innovation called ‘W-duct’
27 თებერვალი
ფინურ ტელეარხ MTV3-ის რეპორტიორებმა, „მერსედს W03-ის“ წინა ფრთაში არსებულ ჰაერსადინარს სახელად W-დაქტ უწოდეს. ფორმულა ერთის მოყვარულებს უთუოდ ემახსოვრებათ სისტემა F-დაქტ, რომელიც „მაკლარენმა“ ორი სეზონის წინ შეიმუშავა და რომელიც ამჟამად აკრძალულია. თუმცა ის სისტემა პილოტის მიერ იმართებოდა, რაც მისი აკრძალვის მიზეზი გახდა. სამქიმიანების სისტემა კი ავტომტურად მუშაობს და ამიტომ, მისი აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.
ტელეარხის მიმომხილველებმა შეძლეს იმის ახსნა, თუ როგორ ახერხებს „მერსედესის“ მიერ შემუშავებული კონსტრუქცია, ავტომობილის გზასთან ჩაჭიდბის იმგვარად რეგულირებას, რომ ამ პროცესში მრბოლმა არანაირი მონაწილეობა არ მიიღოს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სისტემის ჰაერის ამღებ კოლექტორში, გამანაწილებელი მილების განლაგების ფორმა სწორედ ასო W-ს წააგავს. სახელიც აქედან მოდის. ამ მილებში მოხვედრილი ჰაერის ნაკადი, წინა ფრთაზე თანაბრად ნაწილდება, როცა ავტომობილი სწორ მონაკვეთზე მოძრაობს. ამ დროს ჰაერი, ფრთის წინა ნაწილში არსებული ნასვრეტების გავლით, ფრთის ოთხ სეგმენტში გამოდის.
როდესაც ავტომობილი მოსახვევს გადის, ფრთის გარე ნაწილისკენ მიმართული მილები იხურება. შესაბამისად, ჰაერის მიმღებით შეკრებილი ნაკადი მთლიანად მიედინება ფრთის შიდა, განტვირთულ ნაწილზე. ამგვარად, ავტომობილი მოსახვევებში უფრო მდგრადია და შესაბამისად, მათი უფრო სწრაფად გავლაც შეუძლია. რა პრინციპით ხდება ჰაერის ავტომატური განაწილება, ეს ფინელმა რეპორტიორებმა ჯერ ვერ დაადგინეს...

ვიდეო

No comments:

Post a Comment