Hyundai Mulling Performance Versions of i30 Hatch and i40 Sedan
15 თებერვალი
ჰიუნდაი i30 |
„ჰიუნდაი ელანტრა“ ძალიან წარმატებული ავტომობილია - შესანიშნავი მართვადობა, კომფორტული სალონი, ეკონომიურობა, მრავალფეროვანი არჩევანი და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ფასი, ამ მაჩვენებლებით, ეს ავტომობილი თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ რითაც „ელანტრა“ ჯერ ვერ დაიკვეხნის ისაა, რომ მას სპორტულობა აკლია.
ამის საშუალებას მას 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი არ აძლევს, რომელიც მხოლოდ 131 ცხენის ძალას იძლევა. ძრავი ყველანაირად კარგია, მაგრამ შეზღუდული ცხენის ძალები, მანქანის ტემპერამენტს ზღუდავს. და ამიტომ, ის თავისი კონკურენტების „ფოლკსვაგენ გოლფ GTI-ს“, „ჰონდა სივიკ Si-ს“ და „მინი კუპერ S-ის“ მეტოქეობას ვერ გაუწევს, თუ...
ჰიუნდაი i40 |
ეს „თუ“ დამატებითი ცხენის ძალებია, რომლების მოცემაც, ტურბოკომპრესორს შეუძლია. ზუსტად იმ ტურბოკომპრესორს, რომლითაც ახლახანს კუპე „ველოსტერის“ ახალი, უფრო ტემპერამენტიანი ვერსია აღიჭურვა. ბრიტანულ გამოცემა „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, შორს არაა ის დრო, როდესაც ასეთ ძრავს „ელანტრაც“ მიიღებს.
„ჰიუნდაი იუროპის“ მმართველი ალან რუშფორტი ამბობს, რომ მისი კომპანია არამხოლოდ ჰეჩბეკ i30-ის (ბევრ ბაზარზე ის ელანტრას სახელით იყიდება), არამედ სედან i40-ის ტურბოვერსიების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს. უფრო მეტიც, ამ ავტომობილებს, საბაზო ვერსიებზე უკეთესი დინამიკური მახასიათებლები, მართვადობა და მდგრადობაც უნდა ახასიათებდეს. ანუ, უფრო მძლავრ ძრავთან ერთად, დასამუშავებელი იქნება მათი დაკიდების სისტემა, მუხრუჭები და საჭის მექანიზმიც.
დღეს „ჰიუნდაი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სწრაფად მზარდი საავტომობილო კომპანიაა და ამ ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რომ მის ძირითად მოდელებს, სპორტული ვერსიებიც ჰქონდეს. ეს კი, გაყიდვების ზრდის გარდა, კომპანიის იმიჯსაც გამოადგება.
„ველოსტერ ტურბოს“ 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ორივე ავტომობილის სპორტული ვერსიისთვის მისწრება იქნება და სავარაუდოდ, კორეული კომპანია სწორედ ამ აგრეგატზე შეაჩერებს არჩევანს. ძრავთან ერთად, მათ „ველოსტერ ტურბო“ გადაცემათა კოლოფსაც გაუზიარებს, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო აკავშირებს. „ამ კოლოფის დანერგვის საქმეში, „ველოსტერი“ მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. ის მალე სხვა ავტომობილებზეც გამოჩნდება“, - გვპირდება რუშფორტი.
No comments:
Post a Comment