Fiat Unveils Larger and More Versatile 500L Ahead of its Geneva Debut
2 თებერვალი
„ფიატი“ თავის ახალ პროდუქტს – პოპულარულ 500–ის ბაზაზე დამზადებული ხუთკარიანი ვერსიის პრემიერას ჟენევის მოტორ შოუზე ჩაატარებს, თუმცა მანამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამ ავტომობილის ფოტოები და მის შესახებ მცირე ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.
ახალი ავტომობილის სრული სახელწოდებაა „ფიატ 500L“, სადაც L გრძელს (ლარჯ) ნიშნავს. მართალია, სახელში 500 ფიგურირებს, მაგრამ ამ ავტომობილს პლატფორმა უფრო მოზრდილმა, B–სეგმენტის „პუნტომ“ გაუზიარა. მისი ზომებია: სიგრძე 4 140 მილიმეტრი, სიგანე 1 780 მილიმეტრი და სიმაღლე – 1 660 მილიმეტრი. ამგვარად, ის სამკარიან 500–ზე 594 მმ–ით გრძელი, 153 მმ–ით განიერი და 175 მმ–ით მაღალია.
ტურინელების მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ 500L სალონის მინივენისთვის დამახასიათებელი სივრცით და უგზოობის პატარა ავტომობილის თვისებებით გამოირჩევა. და ამასთან, B–სეგმენტის აცვტომობილისთვის დამახასიათებელი მოკრძალებული ზომებით და ეფექტურობით გამოირჩევა. 500L ხუთადგილიანი ავტომობილია, თუმცა მოგვიანებით, „ფიატი“ მის შვიდკაციან ვერსიასაც გამოუშვებს.
მართალია, პრემიერა ჟენევაში ექნება, მაგრამ 500L–ის გაყიდვები მაინც უფრო გვიან, წლის ბოლო კვარტალში დაიწყება. მისი ძრავების გამაში, ბენზინის ორი და დიზელის ერთი ძრავი შევა. ბენზინის რავებიდან, ერთი ორცილინდრიანია (ტუინეარ), მეორე კი – 1.4–ლიტრიანი ოთხცილინდრიანი. რაც შეეხება დიზელს, მისი მუშა მოცულობა 1.3 ლიტრია და ის ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი.
„ფიატი“ 500L–ს თავის კრაგუიავიცეს (სერბეთი) ქარხანაში გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment