2012 Mercedes-Benz A-Class Five-Door Hatchback Filmed Totally Undisguised!
2 თებერვალი
„მერსედეს–ბენცი“ მალე თავის უახლეს ჰეჩბეკ A–კლასის წარმოებას დაიწყებს. ამ ეტაპზე, ავტომობილს უკვე დასრულებული აქვს საგზაო ტესტები და მას სარეკლამო კამპანიისთვის ამზადებენ. რა თქმა უნდა, გერმანული კომპანია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს მის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას და ფოტოებს. მაგრამ A–კლასი შემთხვევით მაინც დაფიქსირდა ვიდეოზე და ეს ველოსიპედესტებმა შეძლეს (!)...
ეს ამბავი ესპანეთის კუნძულ ლანსაროტეზე (კანარის კუნძულები) მოხდა. ველოსიპედისტები ვარჯიშობდნენ, როდესაც „დაიმლერის“ მიერ დაქირავებულ გადამღებ ჯგუფს გადააწყდნენ. ეს ჯგუფი სწორედ ახალი A–კლასის ჰეჩბეკის ფოტოებს და სარეკლამო ვიდეომასალას იღებდა, როდესაც მოულოდნელად, ველოსიპედისტების ჯგუფმა ჩაუარა. მოხდა ისე, რომ მოწინავე ველოსიპედისტს წინ ვიდეოკამერა ჰქონდა დამაგრებული. და ამ კამერამ სამქიმიანების საიდუმლო ავტომობილი, ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე დააფიქსირა...
სხვათა შორის, „მერსედესს“ უკვე გამოცხადებული აქვს, რომ ჟენევის მოტორ შოუზე, ახალი A–კლასის პრემიერას ჩაატარებს. მოგვიანებით კი ბაზარზე სამკარიან ვერსიასაც გამოუშვებს. უცნობი ველოსიპედისტის კამერამ სწორედ ხუთკარიანი ჰეჩბეკი დააფიქსირა.
ვიდეო
No comments:
Post a Comment