Kia Says Soul'ster Concept is Under Final Assessment for Production
2 თებერვალი
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „კიამ“ დეტროიტის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური მინი ღია პიკაპი „სოულ’სტერი“ წარმოადგინა. გამოფენაზე ამ ავტომობილმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, თუმცა მას შემდეგ, კორეულ კომპანიას არაფერი უთქვამს მისი მომავლის შესახებ.
და აი, ჩიკაგოს მოტორ შოუს დაწყებამდე რამდნიმე დღით ადრე, „კიამ“ გამოაცხდა, რომ „სოულ’სტერს“ წარმოებისთვის ამზადებს. სხვათა შორის, ჩიკაგოში კორეული კომპანია კიდევ ერთ კონცეპტუალურ ავტომობილს – „ტრეკ’სტერს“ წარადგენს, რომელიც გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოდელ „სოულის“ სამკარიანი, სპორტული ვერსიაა.
კინცეპტუალური „სოულ’სტერი“ ორკარიანი ავტომობილია, რომელშიც ერთდროულად, კაბრიოლეტის და პიკაპის თვისებებია შერწყმული. ის „სოულის“ პლატფორმაზე შეიქმნა, რომლისგან განსხვავებითაც, უფრო დაბალი საქარე შუშა აქვს. მას ორსეგმენტიანი მოსახსნელი სახურავი აქვს, რომელიც მსხვილ დამცავ კარკასს ეყრდნობა. რა თქმა უნდა, კარკასი უსაფრთხოებისთვისაა და მას ძარისთვის სიმტკიცის მინიჭების დანიშნულებაც აქვს.
„სოულ’სტერის“ შესახებ, „კია“ კონკრეტულ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე მალე გამოჩნდება. ამასთან, ის ძრავების გამას მთლიანად ხუთკარიანი „სოულისგან“ მიღებს.
No comments:
Post a Comment