Lamborghini to "Surprise" us at the 2012 Geneva Motor Show as well
2 თებერვალი
ახლახანს, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, ვინც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ჯგუფში შემავალი იტალიური კომპანია „ლამბორგინი“ უგზოობის კონცეპტუალურ მოდელს პეკინის მოტორ შოუზე წარადგენს.
თუმცა, ეს ერთადერთი სიახლე არ ყოფილა, რომელსაც სანტ’აგატა ბოლონეზელები ამზადბენ. მათ ჟენევის მოტორ შოუსთვისაც აქვთ მომზადებული სიურპრიზი, რაც კომპანიის პრესმდივანმა ირიბად დაადასტურა. „ჩვენი კომპანია კომენტარებს არ აკეთებს ჭორებზე, რომლებიც სრულიად ნორმალურია ისეთი ბრენდსთვის, როგორიც „ლამბორგინია“. ეს ჭორები, ჩვენი კომპანიისადმი საყოველთაო ყურადღების დასტურია. დღეს კი, ერთადერთი, რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ ერთი სიურპრიზი ჟენევის მოტორ შოუზე გვექნება, მეორე კი – პეკინის მოტორ შოუზე“.ბუნებრივია, დაიბადა კითხვა – რა სიურპრიზი შეიძლება ჰქონდეს „ლამბორგინის“ ჟენევაში? ეს შეიძლება „ავენტადრ LP700–4–ის“ ღია ვერსია იყოს, ან ამავე კუპეს სრულიად ახალი ვერსია. ისეთი, როგორიც ექსკლუზიური სუპერ ავტომობილი „სესტო ელემენტო“ (ფოტოზე).
რაც შეეხება უგზოობის „ლამბოს“ ეს ცალკე თემაა...
No comments:
Post a Comment