Michael Schumacher quickest on day two at Jerez with 2011 Mercedes F1 car
8 თებერვალი
კარგი იქნებოდა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ასეთი შედეგი ახალი მანქანით ეჩვენებინა. მაგრამ „მერსედესმა“ მისი დებიუტი ბარსელონას ტესტებისთვის გადადო, გერმანელ მრბოლს კი ძველი მანქანის მოდიფიცირებული ვერსიით ვარჯიშმა მოუწია. და საუკეთესო შედეგიც მეტწილად სწორედ ამის წყალობით აჩვენა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება – ხერესის ტესტების მეორე დღეს, ის საუკეთესო იყო ტრასაზე.
გერმანელმა ტრასას სულ 132–ჯერ შემოუარა, საუკეთესო დრო კი პირველ სესიაზე აჩვენა. ისევე როგორც სხვა პილოტებმა, მეორე სესიაზე შუმიმაც ხანგრძლივი გამოსვლები არჩია, რომელთა დროსაც, ძირითადად საბურავებს ცდიდა. რამდენადაც ამ დროს საწვავის ავზები შევსებული იყო, შედეგებიც გაუარესდა. თუმცა, ამ ეტაპზე დროს მნიშვნელობა არ აქვს და ყველა მანქანის ცდილობს.
პირველი სესიის შემდეგ, მოწინავე ხუთეულში არაფერი შეცვლილა. მე–6 დრო კი ბრიტანელმა პოლ დი რესტამ აჩვენა, ვინც პირველ დღეს მესამე შედგით დაგვამახსოვრა თავი. პირველ სესიაზე, ტრასის მიღმა ორი გასეირნების შემდეგ, ფინელმა კიმი რაიკონენმა გაცილებით მშვიდი მეორე სესია ჩაატარა, რომლის დროსაც, საჭის მექანიზმის ღერძი რამდენჯერმე გამოუცვალეს. აღსანიშნავია, რომ ის ღერეძი, რომლითაც პირველ დღეს ტრასაზე საუკეთესო იყო, რაიკონენს მაინცდამაინც არ მოეწონა.
კვლავ უკან იყვნენ „ფერარის“ ფელიპე მასა და „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი. თუმცა ორივე გუნდის ხელმძღვანელობას ეს სულაც არ ადარდებს, რადგან მათ ეს დღეც ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეს და შედეგებისთვის საერთოდ არ სცხელოდათ. უფრო მეტიც, ბატონი კმაყოფილიც კი ჩანდა და ის ამბობდა, რომ მისი გუნდ გაცილებით უკეთაა მომზადებული, ვიდრე შარშან ამ დროს იყო. ხერესული ტესტების მესამე დღეს მას ლუის ჰამილტონი შეცვლის, მასას კი – ფერნანდო ალონსო.
ხერესი. მეორე დღის დილის სესია
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:18.561 (132 წრე)
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.184 (+ 0.623, 97 წრე)
3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:19.587 (+ 1.026, 100 წრე
4. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:20.221 (+ 1.660, 46 წრე)
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:20.239 (+ 1.678, 117 წრე)
6. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:20.272 (+ 1.711, 69 წრე)
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:20.454 (+ 1.893, 95 წრე)
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.688 (+ 2.127, 85 წრე)
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:20.711 (+ 2.150, 68 წრე)
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:21.197 (+ 2.636, 97 წრე)
11. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:21.518 (+ 2.957, 139 წრე)
12. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:22.128 (+ 3.567, (64 წრე)
No comments:
Post a Comment