Michael Schumacher fastest as Mark Webber is best-placed of 2012 cars in Jerez test
8 თებერვალი
ხერესში ფორმულა ერთის გუნდების წინასასეზონო ტესტები გრძელდება. მეორე დღის დილის სესიაზე, საუკეთესო შედეგი მიხაელ შუმახერს ჰქონდა, რომელიც შარშანდელი „მერსედესით“ ვარჯიშობს. მათ შორის კი, ვინც ახალ მანქანას ცდის, საუკეთესო მარკ უებერია. ამასთან, შუმახერი ერთადერთია ვინც წრე წუთსა და 19 წამზე ნაკლებში გაიარა და ბოლო ორ სეზონში, ხერესის ტესტების საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.
სესიის დასაწყისში, საუკეთესო შედეგი მარკ უებერს ჰქონდა, რომელმაც წრე 1:19.184–ში გაიარა და ყველა დანარჩენი მეტოქე წამზე მეტით ჩამოიტოვა. მაგრამ შემდეგ შუმახერმა აიწყვიტა და ერთ გამოსვლაზე, ავსტრალიელის დრო ზედიზედ ორჯერ გააუმჯობესა – ჯერ 1:18.622 აჩვენა, მომდევნო წრეზე კი თავისივე შედეგს აჯობა. ამის შემდეგ, უებერი კიდევ რამდნჯერმე გამოვიდა ტრასაზე, მაგრამ თავის დროსაც ვეღარ შესწვდა.
სამაგიეროდ, დანიელ რიკიარდომ გამოიჩინა თავი. „ტორო როსოს“ ავსტრალიელმა მრბოლმა თავისი წინა დღის დრო თითქმის წამით გააუმჯობესა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ის უებერს მხოლოდ 0.403 წამით ჩამორჩა.
რაც შეეხება კიმი რაიკონენს, რომელიც პირველ დღეს ყველაზე სწრაფი იყო, ამჯერად მას პრობლემები ჰქონდა – ჯერ მოსახვევში დატრიალდა, რის შემდეგაც, ოთხი წრის გავლა მოასწრო და კიდევ ერთხელ „გაისეირნა“ ტრასის მიღმა. მართალია, ტრასას ისევ დაუბრუნდა, მაგრამ მანქანა დაუზიანდა. „ლოტუსმა“ მანქანის რემონტის პარალელურად, მისი საჭის მექანიზმიც გაასწორა. და როცა ფინელი ტრასას დაუბრუნდა, უმალ მეხუთე უსწრაფესი დრო აჩვენა.
კვლავ ცუდი დროები აქვთ ჯენსონ ბატონს და ფელიპე მასას. ორივემ წინა დღის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა საბოლოოდ მაინც (შესაბამისად) მე–6 და მე–7 შედეგებს დასჯერდნენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მათი გუნდები მანქანის დახვეწაზე მუშაობენ და ჯერჯერობით, დროს ყურადღებას არ აქცევენ.
ხერესი. მეორე დღის დილის სესია
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:18.561 (53 წრე)
2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:19.184 (+ 0.623, 58 წრე)
3. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:19.587 (+ 1.026, 41 წრე)
4. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:20.221 (+ 1.660, 46 წრე)
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:20.239 (+ 1.678, 26 წრე)
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:20.688 (+ 2.127, 25 წრე)
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:21.060 (+ 2.499, 38 წრე)
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:21.197 (+ 2.636, 61 წრე)
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:21.289 (+ 2.728, 35 წრე)
10. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:21.518 (+ 2.957, 78 წრე)
11. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:23.468 (+ 4.907, 23 წრე)
No comments:
Post a Comment