2013 Hyundai Elantra Coupe has the Civic in its Fluidic sights
8 თებერვალი
ჩიკაგოში გახსნილ მოტორ შოუზე, „ჰიუნდაიმ“ სრულიად ახალი ავტომობილი – „ელანტრა კუპე“ წარადგინა. კორეული კომპანიის მიზანს, გლობალური მასშტაბით, C–სეგმენტში წამყვანი პოზიციის დაკავება წარმოადგენს. ამიტომ, ყველაზე პოპულარული მოდელის პლატფორმაზე, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს (ჰეჩბეკს, სედანს, ახლა უკვე კუპეს, GT–ს და მალე ალბათ სხვებსაც) ამყნობენ.
„ელანტრა კუპე“ სედან კუპეს ორკარიანი ვერსიაა. ავტომობილს ორივე (დარჩენილი კარი) დაუგრძელდა, დაიხვეწა დიზაინიც (თხიერი სკულპტურა) – შეიცვალა წინა ფარები და რადიატორის გაფორმება. უკანა ბამპერის ქვედა ნაწილი შავად გააფორმეს, რაც დიფუზორის ეფექტს ქმნის, საბარგულის უკან კი მცირე სპოილერი დაამაგრეს.
გარდა ამისა, ავტომობილი სედანზე ნახევარი დუიმით (12 მილიმეტრით), 4542 მილიმეტრამდე დაგრძელდა. დაიხვეწა „ელანტრა კუპეს“ აეროდინამიკა, რის შემდეგაც, შესაბამისი კოეფიციენტი 0.28–მდე ჩამოვიდა. სხვათა შორის, ეს ავტომობილი „ჰიუნდაის“ დზაინ ცენტრშია შემუშავებული და მისმა ავტორებმა, უპირველესად ამერიკული ბაზრის მოთხოვნები გაითვალისწინეს. თუმცა, „ელანტრა კუპე“ გლობალური ავტომობილია და ის მალე ყველა იმ ბაზარზე გამოჩნდება, სადაც „ჰიუნდაი“ ავტომობილებს ჰყიდის.
რაც შეეხება აღჭურვილობას, კაპოტქვეშ ისევ ბენზინის 1.8–ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი განლაგდა, რომლის სიმძლავრეც 148 ცხენის ძალაა. ეს ძრავი სედან „ელანტრასგანაა“ აღებული. ძრავთან 6–საფეხურიანი ავტომატური, ან იმდენივესაფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, ასი კილომეტრის გასავლელად ავტომობილს ქალაქში 8.5 ლიტრი, მაგისტრალზე კი 6.0 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. მექანიკური კოლოფის შემთხვევაში კი, ქალაქში 8.15, მაგისტრალზე კი 5.9 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.
ბაზარზე „ელანტრას“ კონკურენტები „ჰონდა სივიკ კუპე“ და „კია ფორტე კუპი“ იქნება.
No comments:
Post a Comment