Nico Rosberg goes quickest for Mercedes on third day of F1 testing at Jerez
9 თებერვალი
მართალია, ხერესული ტესტების მესამე დღე ნიკო როსბერგმა „მოიგო“, მაგრამ ამ დღის გმირი რომენ გროჟანი და მისი „ლოტუსი“ გახდნენ – ამ ტანდემმა ახალი მანქანებით მოვარჯიშეებს შორის, ხერესის ტესტების საუკეთესო დრო დააფიქსირა.
ისევე როგორც წინა ორ დღეს, ამჯერადაც უკეთესი შედეგები პირველ სესიაზე დაფიქსირდა. ეს არცაა გასაკვირი – შუადღეს ასფალტი და საბურავები უკეთ თბება, რაც შედეგებზეც აისახება. ოღონდ, ტემპერატურული ცვლილებები ნაკლებად აისახა სებასტიან ფეტელის დროზე – მსოფლიო ჩემპიონმა მეორე სესიაზე გაცილებით უკეთ იასპარეზა და დღე მესამე საუკეთესო დროით დაასრულა.დღეს ახალი მანქანები საჭეს პირველად მიუჯდა სამი ჩემპიონი – ფეტელი, ლუის ჰამილტონი და ფერნანდო ალონსო. მათგან კი მეტნაკლები კმაყოფილების საბაბი პირველ ორს აქვს, ესპანელს კი პროდუქტიულ ვარჯიშში ხელი მანქანის გაუმართაობამ შეუშალა. მთავარი კი ისაა, რომ „ფერარი“თავისი ახალი ბოლიდის მუშაობით უკმაყოფილოა.
როსბერგის საუკეთესო შედეგით, „მერსედესმა“ ხერესის ტესტები დაასრულა და ახლა მთლიანად ახალი მანქანის მომზადებაზე გადაერთვება, რომელსაც ორი კვირის შემდეგ, ბარსელონას ტესტებზე გამოიყვანს. ხერესში დაფიქსირებული შედეგების გამო, ყველა მოუთმენლად ელის სამქიმიანების მანქანის გამოჩენას და რაც მთავარია, მის შედეგებს.
პრობლემები შეექმნა „ფორს ინდიას“, რომელმაც პირველ სესიაზე, ტრასაზე თავისი სარეზერვო მრბოლი, ფრანგი ჟიულ ბიანკი გამოუშვა. მაგრამ ამან დროის დაფიქსირებაც ვერ მოასწრო – გასახურებელ წრეზე შეცდა, მანქანა მოუცურდა და ხრეშის დამცავ ზოლში გადავიდა, ამან მისი მანქანის იმდენად სერიოზული დაზიანება გამოიწვია, რომ ბიანკიმ ტრასაზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. უფრო მეტიც, მეორე სესიაზე ვერც გერმანელმა ნიკო ჰულკენბერგმა იასპოარეზა, რომელსაც ბიანკი უნდა შეეცვალა. ტესტების ბოლო დღისთვის, ინდურმა გუნდმა სათადარიგო ნაწილების ბრიტანეთიდან ჩამოტანა უნდა მოასწროს, რათა ჰულკენბერგმა მანქანას „გემო გაუსინჯოს“.
ხერესი. მესამე დღე
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედსი) 1:17.613 (118 წრე)
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:18.419 (+0.806, 117 წრე)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:19.297 (+1.684, 96 წრე)
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:19.464 (+1.851, 80 წრე)
5. ჟან–ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:19.734 (+2.121, 79 წრე)
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:19.770 (+2.157, 48 წრე)
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:20.412 (+2.799, 67 წრე)
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:21.293 (+3.680, 125 67 წრე)
9. ხიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდა, კატერჰემი) 1:23.324 (+5.711, 74 67 წრე)
No comments:
Post a Comment