Hyundai adds more spunk to Veloster Turbo with graphics package
9 თებერვალი
„ელანტრას“ ორი სპორტული ვერსიის გარდა, ჩიკაგოს მოტორ შოუზე, „ჰიუნდაიმ“ კიდევ ერთი ავტომობილი – „ველოსტერ ტურბო“ წარადგინა. კორეულმა კომპანიამ ეს ავტომობილი პირველად დეტროიტის ავტო შოუზე გვიჩვენა, ჩიკაგოში კი მისი სპეციალურად გაფორმებული ვერსია წარადგინა, რომელიც ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლსაც ანიჭებს და მას უფრო აგრესიულადაც წარმოგვიდგენს.
ჩიკაგოში ავტომობილი თეთრად შეღებილი წარსდგა. ოღონდ, ამჯერად გრაფიკოსებმა საბაზო ფერი ნაცრისფერი და ყვითელი ზოლებით, ასევე გვერდებში ჭადრაკული დროშის სეგმენტით შეამკეს, რამაც ავტომობილის სპორტული სტილი კიდევ უფრო გამოკვეთა.
ნაცრისერი და ყვითელი ზოლი ავტომობილს მთელ სიგრძეზე, შუაში გაუყვება. ყვითლად შეიღება წინა პატარა სპოილერი, უკანა დიფუზორის ქვედა ნაწილი (ვიწრო ზოლად) და გვერდითა კალთები. ჭადრაკული დროშა (რბოლებში ეს დროშა ფინიშის მაუწყებელია) კი იმ ადგილას განლაგდა, სადაც სუპერ ავტომობილებს ჰაერის ამღები ლაყუჩები აქვთ ხოლმე. მსგავსი დროშა სახურავის უკანა სპოილერზეც გამოჩნდა, ოღონდ მასში ნაცრისფერთან თეთრის ნაცვლად, ყვითელია შეხამებული.
თქმა არ უნდა, ფერთა ამ ორიგინალურმა კომბინაციამ, ავტომობილი კიდვ უფრო დაამშვენა. მაგრამ სამწუხაროდ, გამოფენაზე „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ „ველოსტერ ტურბოს“ საჩვენებელი ვერსიაა და მსგავსი რამის წარმოება გეგმაში არ აქვთ.თუმცა იქვე დასძინეს, რომ განსხვავებულ გრაფიკასაც ამზადებენ, რომელსაც მალე მყიდველსაც შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment