Mitsubishi Motors to Enter i-MiEV Prototype in 2012 Pikes Peak International Hill Climb
1 მარტი
რალი რეიდების იაპონელ სპეციალისტ ჰიროში მასუოკას დაკარის მარათონული რბოლა ორჯერ - 2002 და 2003 წლებში აქვს მოგებული და ახლა პაიკის პიკის დაპყრობაზე ფიქრობს. ამ ინფორმაციაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - ამ ურთულეს რბოლაში, ის სპეციალურად მომზადებული ელექტრომობილით გამოსვლას გეგმავს. სარბოლ პროტოტიპს კი „მიცუბიში“ თავისი ჯუჯა i-MIEV-ის ბაზაზე მოუმზადებს.
იაპონური კომპანიისთვის პაიკს პიკზე გამოსვლას სრულიად პრაგმატული მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, მისი სპეციალისტები არსებული სერიული ელექტრომობილის სრულყოფას შეძლებენ. მეორეც, წარმატების შემთხვევაში, გაყიდვებში წარმტება გარანტირებულია, დამარცხების შემთხვევაში კი აუგს არავინ იტყვის...
სარბოლ პროტოტიპს იმავე მაკომპლექტებლებით ააგებენ, რომლებსაც „მიცუბიში“ სერიულ i-MIEV-ზე იყენებს. და თუ მათს მახასიათებლებს გადახედავთ გაგიკვირდებათ, მათი მეშვეობით როგორ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ 1000-ცხენისძალიან მონსტრებს დაამარცხებ: i-MIEV-ს მამოძრავებელ ძალას ელექტროძრავი ანიჭებს, რომელიც სულ რაღაც, 67 ცხენის ძალას ავითარებს, მისი მეშვეობით, ჯუჯა ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 15.9 წამს ანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც, 130 კმ/სთ-ია...
შეგახსენებთ, რომ პაიკს პიკის სამთო რბოლის დისტანცია 19.99 კილომეტრია. მის ფინიშსა და სტარტს შორის სიმაღლეთა სხვაობა თითქმის კილომეტრნახევარია. ფინიში კი მთის (პაიკს პიკის) უმაღლესი წერტილიდან ერთი მეტრით დაბლა მდებარეობს. მთა შტატ კოლორადოში მდებარეობს, წლევანდელი რბოლა კი 8 ივლისს ჩატარდება.
No comments:
Post a Comment