Romain Grosjean quickest for Lotus on day one of F1 testing at Barcelona
1 მარტი
ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების ბოლო ეტაპი დაიწყო და ტრასაზე დაბრუნებულმა „ლოტუსმა“, რომლის საჭესთანაც ფრანგი რომენ გროჟანი იჯდა, ისევ დაიკავა ცხრილის მოწინავე პოზიცია. სერია გრანპრი2-ის ჩემპიონმა მეორე სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე დააფიქსირა საუკეთესო შედგი. თანაც, მისი ავტომობილი ამ დროს რბილ საბურავებზე იდგა.
გროჟანმა მოწინავე პოზიცია „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონს დაათმობინა, რომელმაც ლიდერობა პირველი სესიიდან იგდო ხელთ. საერთოდ, დილის სესიებზე ყველა უფრო სწრაფია ხოლმე, რადგან საღამოს სესიებზე ყველა ხანგრძლივ გამოსვლებზე და სარბოლო სიმულაციებზე მუშაობს. მაგრამ ამჯერად გროჟანმა ეს ტრადიცია დაარღვია.
გროჟანის გარდა, საღამოს სესიზე დროის გაუმჯობესება მარკ უებერმაც შეძლო, თუმცა ეს მხოლოდ იმისთვის ეყო, რომ ცხრილში მე-4 ადგილი დაეკავებინა. ავსტრალიელზე უკეთესი დროები მექსიკელ სერხიო პერესს და ბატონს ჰქონდათ. მის უკან კი ნიკო როსბერგი აღმოჩნდა, ვინც ორი სესიის ჯამში, მონტმელოს ყველაზე მეტჯერ შემოუარა. ის უმეტესად ხანგრძლივ გამოსვლებზე ვარჯიშობდა. სამაგიეროდ, ჟან-ერიკ ვერნი პიტსტოპებს ამუშავებდა - ახალბედასთვის ეს ახალი ხილია და გამოადგება...
ფელიპე მასას საღამოს სესიზე დდხანს ლოდნი მოუხდა, თუმცა საბოლოოდ, ორივე სესიაზე 105 წრეს მაინც მოუყარა თავი. ოღონდ, მერვე ადგილს დასჯერდა. „კატერჰემის“ საჭესთან ჰეიკი კოვალაინენი უნდა მჯდარიყო, მაგრამ გაცივდა და ის ვიტალი პეტროვმა შეცვალა, რომელმაც ცხრილის ბოლოს თავი მხოლოდ იმის გამო დააღწია, რომ პასტორ მალდონადომ მხოლოდ 58 წრე გაიარა.
ბარსელონა. ტესტების პირველი დღე
1. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:23.252 (73 წრე)
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.510 (+0.258, 64 წრე)
3. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:23.820 (+0.568, 118 წრე)
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:23.830 (+0.578, 102 წრე(
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:23.992 (+0.740, 128 წრე)
6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:24.216 (+0.964, 113 წრე)
7. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:24.305 (+1.053, 98 წრე)
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:24.318 (+1.066, 105 წრე)
9. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:24.876 (+1.624, 123 წრე)
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:25.587 (+2.335, 58 წრე)
No comments:
Post a Comment