Nissan Plans to Revive Datsun Brand
1 მარტი
ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავისი ლეგენდარული ბრენდი „დაცუნი“ გააჩერა, რაც დროის მოთხოვნით იყო ნაკარნახები. მაგრამ დრო შეიცვალა, იაპონურმა კომპანიამ პოლიტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ ბაზრის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ახლა მის გაღვიძებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური ბიზნეს გაზეთი „დეილი ნიკეი“ ავრცელებს.
გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ნისანს“ ბრენდ „დაცუნის“ გამოყენება დაბალფასიანი ავტომობილებისთვის სურს, რომლებსაც განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე 2014 წლიდან გამოიტანს. როგორც ჩანს, სწორედ „დაცუნის“ ლოგოთი გამოვა იმ ავტომობილების იაპონური ვერსიები, რომლებსაც „ნისანის“ ფრანგული თანაალიანსელი „რენო“ თავისი რუმინული შტოს, „დაჩიას“ სახელით აწარმოებს (ლოგანი, დასტერი).
„ნიკეის“ ინფორმაციით, „დაცუნის“ ავტომობილების ფასები, 500 000 იენიდან (დაახლოებით 6200 დოლარი) დაიწყება და მათ პირველ რიგში, ინდოეთში, ინდონეზიასა და რუსეთში გამოუშვებენ და გაყიდიან. გაზეთთან საუბრისას, „ნისანის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი „დაცუნის“ მარკით, წლურად 300 000 ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობენ.
No comments:
Post a Comment