Mini changing Paceman name to Countryman Coupe for production
14 მარტი
ბოლო წლებში, ავტოინდუსტრიაში სიტყვა კუპეს უფრო ფართე მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ადრე ჰქონდა. აბა, თუნდაც ათი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ოთხკარიანი ავტომობილი შეიძლებოდა კუპე ყოფილიყო. უფრო მეტიც, „ბეემვემ“ თავისი X6-ით, კუპეების და ქროსოვერების კლასებიც კი დააახლოვა...
ძალიან გასაკვირი უნდა ყოფილიყო, რომ ბავარიელთა ეს მარკეტინგულად მომგებიანი სვლა, „ბეემვეს“ ჯგუფში შემავალ „მინისაც“ არ გამოეყენებინა. ინგლისურმა კომპანიამ შარშან დეტროიტის მოტორ შოუზე კონცეპტუალური ორკარიანი „პეისმენი“ წარადგინა, ავტომობილი, რომელიც კარგად მიესადაგება კლასიფიკაციას კუპე-ქროსოვერი. პრემიერიდან ცოტა ხანში, მისი წარმოებაც გადაწყდა.
ახლახანს კი, გამოცემა „ქარ ენდ დრაივერმა“ გვამცნო, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსია ბაზარზე „ქანთრიმენ კუპეს“ სახელით გამოვა. მისი პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე იგეგმება, რომელიც სექტემბერში ჩატარდება. „ქანთრიმენ კუპეს“ კომპანია „მაგნა შტეირის“ ავსტრიული ქარხანა გამოუშვებს, სადაც „ქანთრიმენს“ აწარმოებენ. ეს მოსახერხებელია, რადგან ორივე ავტომობილი ერთსადაიმავე პლატფორმაზეა ბაზირებული. ამასთან, ძარის ბევრი ელემენტიც საერთო აქვთ.
კონცეპტუალური „პეისმენი“ 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 211 ცხენის ძალაა. მის მიერ გამომუშავებულ მბიძგველ ძალას კი სრულამძრავიანი ტრანსმისია ოთხივე ბორბალს უნაწილებს.
სამკარიანი „ქანთრიმენ კუპეს“ გაყიდვები 2013 წელს დაიწყება.
No comments:
Post a Comment