Lamborghini Aventador J Geneva star conceived, built in six weeks
14 მარტი
„ლამბორგინის“ დიზაინერმა ფილიპო პერინიმ გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას განაცხადა, რომ ჟენევის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი „ავენტადორ J“ სულ რაღაც, ექვს კვირაში შეიქმნა. უფრო მეტიც, ის მანამ გაიყიდა, სანამ გამოფენაზე გაიტანდნენ. უცნობმა მყიდველმა, რომლის დასახელებისგანაც იტალიური კომპანია თავის იკავებს, ესკიზების ხილვისთანავე გადაწყვიტა ავტომობილის შეძენა და სანტ’აგატა ბოლონეზეში ბაზირებულ კომპანიას, 2.1 მილიონი ევრო წუთებში გადაურიცხა. მყიდველის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის „ლამბორგინის“ ერთგული მყიდველია.
„ტოპ გიართან“ საუბრისას პერინი ყვება, რომ კომპანიის შეფი შტეფან ვინკელმანი მასთან შუა იანვარში მივიდა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა ჟენევის მოტორ შოუსთვის რამე განსაკუთრებულის მომზადება. პერინიმს სცადა და ავტომობილის ესკიზი რამდენიმე დღეში მოამზადა.
„14 იანვარს ბატონი ვინკელმანი მოვიდა ჩვენთან და გვთხოვა, ჟენევის შოუსთვის რამე განსაკუთრებული შეგვექმნა. საქმე სუფთა ფურცლიდან უნდა დაგვეწყო. რასაც ვისურვებდით, იმას გავაკეთებდით. ჩვენ კი უქმეების შემდეგ ესკიზები უკვე მზად გვქონდა“, - იხსენებს პერინი.
„ავენტადორ J“ სერიული „ავენტადორის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და მისსავე აგრეგატებს იყენებს. მსგავსება გარეგნობაშიცაა, თუმცა ჟენევის ვარსკვლავს ის დამახასიათებელი თვისება აქვს, რომ ის ღიაა და არც საქარე შუშა გააჩნია. ბაზაში დგას 6.4-ლიტრიანი V12, რომელიც 700 ცხენის ძალას იძლევა. მასთან კი 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული...
No comments:
Post a Comment